თენგიზ ცინცაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1888 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
ავტორ(ებ)ი | თენგიზ ცინცაძე |
თარიღი | 1 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქათველოს მთავრობის დადგენილება N473 დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
2. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილი №151 დადგენილება „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1.საქართველოს მთავრობის დადგენილება N473 დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნა შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა;“. | საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლი პირველი პუნქტი ,, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილი №151 დადგენილება „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გარდამავალი დებულება მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. | საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლი მეცხრე პუნქტი. ,, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. |
1.საქართველოს მთავრობის დადგენილება N473 დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნა შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა;“. | საქართველოს კონსტიტუციის 18 მუხლი პირველი პუნქტი. ,, 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება’’ |
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილი №151 დადგენილება „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გარდამავალი დებულებები მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. | საქართველოს კონსტიტუციის 18 მუხლი პირველი პუნქტი. ,, 1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება’’ |
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილი №151 დადგენილება „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ გარდამავალი დებულებები მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
საქართველოს კონსტიტუვია მუხლი 4. პუნქტი 2 2. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი დასახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის
,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და
და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 3-ე მუხლით გათვალისწინებული,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების
საფუძვლები.
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტენილია უფლებამოსილი პირის მიერ
გ) საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე თენგიზ ცინცაძე -საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შპს ბათუმის თამბაქოს კომბინატში გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა თენგიზ ცინცაძე. ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით გათავისუფლდა გაკოტრების მმართველის თანდამდებობიდან შპს ბათუმის თამბაქოს კომბინატის გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
2023 წლის 02 ივნისს ფინანსური პოლიციის აჭარის სამმართველოში მე ჩამაბარეს საგადასახადო შემოწმების აქტი ,,შემოწმების საფუძელზე დამატებით თანხების დარიცხვის შესახებ“ 2013 წლის 6 დეკემბრის ბრძანება და საგადასახდო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების პერიოდში და არც შემოწმების დასრულების შემდეგ ჩემთვის არავის უცნობებია არც შემოწმების მიმდინარეობის შესახებ და მითუმეტეს არავის მოუთხოვია რაიმე განმარტება და მოსაზრებები შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემული აქტში არსებული დარიცხული თანხები აღემატებოდა 100 000 ლარს და იწვევდა სისხლის სმართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს. ვინაიდან მე არ დავეთანხმე აქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, 2023 წლის 29 ივნისს კანონით დადგენილ ვადაში, როგორც ყოფილი შპს თაბაქოს კომბინატის გაკოტრების ყოფილმა მმართველმა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე 2 მუხლის ბ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან. აქტი გავასაჩივრე სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლები სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს N21003 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი დასაბუთებით ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ ერთხელ უკვე იყო ნამსჯელი 2014 წელს. ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, საბჭოს 2023 წლის 13 ნოემბრის N21153/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს N21003 ბრძანება და ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. გადაწყვეტილება არამართლზომიერად მიიჩნია და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს თანახმად. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახალი განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და გამოსცა 28,12.2023 წლის N33510 ბრძანება საჩივრის კვლავ განუხილველად დატოვების შესახებ დასაბუთებით მცნეს არაუფლებამოსილ საგდასახადო კოდექსის 301 მუხლის გ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის N33510 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2024 წლის 26 მარტს N22055/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის N33510 ბრძანება საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს დასაბუთებით საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს თანახმად მქონდა საჩივრის წარდგენაზე უფლებასმოილება. საქართველელოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის N151 დადგენილებით „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილებები კერძო 1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატა შენიშვნის სახით ცლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა;“.
დადგენილების გარდამავალი დებულებებით მუხლი 2-ით განისაზღვრა დადგენილების ამოქმდების ვადა. კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. რითაც დაამძიმა ჩემი სამართლებრივი მდომარეობა, ვინაიდა იგი გავრცელდა იმ სამართლებრივ დავებზე, რომელიც ჩემს მიერ დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე იყო დაწყებული. დადგენილების მე-2 მუხლი ბ პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებით დარღვეული იქნა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრული პრინციპები. კანონი, ნორმატიული აქტი თუ არ აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას არ შეიძლება უკუძალა მიენიჭოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა; 2019 წლის 20 სექტემბერი N2/4/1365 გადაწყვეტილება ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება ჯანაშვილები საქართველოს პარლამენტის წიინააღმდეგ და სხვა. საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლი პირველი პუნქტი ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია’’. შემოსავლების სამსახურმა საბჭოს 08.02.2024 წლის 22,055/2/24 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 28.05.2024 წლის N12415 ბრძანებით დატოვა განუხილველი გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებაში 2024 წლის 26 აპრილს N151 დადგენილებით შესული ცვლილებების მე-2 მუხლის ბ ქვეპუნქტის შენიშვნა რის საფუძველზე, სადაო ადმინისტრაციულ სარჩელზე მცნო არაუფლებამოსილ პირად. მიუხედავად იმისა რომ სადაო ნორმატიული აქტის მიღებამდე მქონდა სამართლებრივი დავა დაწყებული მიღებული ნორმატიული აქტის ცვლილებები გაავრცელეს ჩემს სამართლებრივ მდგომარეობაზე და შემიზღუდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით არსებული უფლება კერძოდ ,,ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება’’ და კონსტიტუციის 31 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებები ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია’’. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით იგივე მოტივით უცვლელად იქნა დატოვებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის ბრძანება N12415.
საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე-9 პუნქტით და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ 24 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება კანონს და კანონქვემდებარე აქტებს მიეცეთ უკუქცევითი ძალა, თუ იგი ამძიმებს/ აუარესებს პირის მდგომარეობას. საქართველოს კანონის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე 5 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ,,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე“ დადგენილებაში განხორციელებული ცლილებების, დადგენილების გარდამავალი დებულების მინიჭებული უკუძალის შესაბამისად შეიზღუდა, ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციის მე-18 და 31-ე მუხლებით გარანტირებული უფლებები. წამერთვა დავის სამართლიანი განხილვის უფლება რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებს
ზემოაღნიშნულიდან გამომინარე მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N473-ე დადგენილებაში 2024 წლის 26 აპრილის დადგენილებით შეტანილი ცვლილება კერძოდ პირველი მუხლის ბ პუნქტიში შეტანილი ცვლილება შენიშვნის სახით, შენიშვნა: ,,ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა;“. ასევე გარდამავალი დებულებები ზემოაღნიშნული ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით მუხლი 2-ით განსაზღვრული დადგენილების ამოქმდების ვადა. კერძოდ, ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ცნობილი უნდა იქნას არაკონსტიტუციურად და გამოცხადდეს ძალადაკარგულად მისი მიღების დღიდან, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზოგად პრინციპებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლით და მე-18 მუხლით მინიჭებულ ადამიანის ძირითად უფლებებს. მართმევს საქართველოს კონსტიტუციით მუხლი 4. პუნქტი 2 განსაზღვრულ უფლებებს ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი დასახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა