• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1892
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ევა გოცირიძე,
ავტორ(ებ)ი გიორგი რეხვიაშვილი
თარიღი 4 სექტემბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი: 1. ,,მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.“ 2. ,, გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.” საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, გიორგი რეხვიაშვილის მიმართ დაიწყო აღსრულების შესახებ წარმოება სწორედ გირავნობის მოწმობის საფუძველზე. გირავნობის მოწმობა თან ერთვის სარჩელს.

- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით.

- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სადავო ნორმა ეხება გირავნობის მოწმობას, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და იგი არის აღსრულების ქვემდებარე აქტი.

შესაბამისად მოგირავნეს შესაძლებლობა ეძლევა უფლება ბოროტად გამოიყენოს და მიმართოს გირავნობის მოწმობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც დაუყოვნებლივ გასცემს ამ მოწმობას და რომელიც არ ამოწმებს იმას, რომ მოვალემ ნამდვილად დაარღვია თუ არა ვალდებულება. აღნიშნული გირავნობის მოწმობის საფუძველზე კი იწყება მოვალის მიმართ აღსრულების საქმე. ამ შემთხვევაში მოვალეს ერთმევა შესაძლებლობა თავი დაიცვას და გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები თავისი უფლების დასაცავად, ვინაიდან სასამართლომ უნდა დაადგინოს ვალდებულების შეუსრულებლობა და შემდგომ გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყოს აღსრულების შესახებ წარმოება. სასამართლო პროცესის გარეშე კი პირს ეზღუდება ყველანაირი შესაძლებლობა სასამართლოს გზით, საპროცესო უფლებების განხორციელებით, ამტკიცოს სიმართლე.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აქედან გამომდინარე სადავო ნორმა მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის ზემოთხსენებულ პრინციპთან, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირს ეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლოს გზით თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. აღნიშნული უფლება გათვალისწინებულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით, რომლის მიხედვითაც - ,, ყოველი ადამიანი აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“

აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულ საპროცესო უფლებებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ