• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ლუკა ხატიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1905
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - მანანა კობახიძე,
ავტორ(ებ)ი ლუკა ხატიაშვილი
თარიღი 28 ოქტომბერი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 ნაწილი: ,, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამავე პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხდვითაც ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული საჯარო გადაწყვეტილების ტექსტში პირის ვინაობა დაფარულია და მითითებულია ინიციალებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი: ,,ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.“
,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 ნაწილი: ,, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამავე პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხდვითაც ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული საჯარო გადაწყვეტილების ტექსტში პირის ვინაობა დაფარულია და მითითებულია ინიციალებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, საკითხი ეხება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას მიიღოს სასამართლოს მიერ ღია საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ტექსტი პირების ვინაობის დაფარვის გარეშე.

- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით;

- სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;

- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

აღნიშნული სადავო ნორმა ეხება ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების სრულ დეპერსონალიზებას. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ტექსტის სრული დეპერსონალიზება ხდება და მასში პირის ვინაობის დაფარვაც იგულისხმება.

ინფორმაცია, რომელიც იფარება ღია სხდომაზე ისედაც ხელმისაწვდომია მესამე პირებისათვის, აქედან გამომდინარე მისი დაფარვა აზრს მოკლებულია.

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეა. იგი ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება).

გადაწყვეტილების საქვეყნოობა და საჯაროობა ნიშნავს, არა მხოლოდ პროცესზე ფიზიკურად დასწრებას, არამედ ასევე, პირის უფლებას გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ჰქონდეს მატერიელური სახით სრული და ჯეროვანი წვდომა. დაუსაბუთებელია, თუ რატომ შეიძლება დაიფაროს ინფორმაცია, რომელიც ღია პროცესზე არის განხილული. საჯაროობის პრინციპს არღვევს სწორედ ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არ არის ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისათვის. სხდომის საჯაროობა კი მიზნად ისახავს მესამე პირების ინფორმირებას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის შესახებ. პროცესის საჯაროობა თავის მხრივ, ხელს უწყობს მართლსამჯულების გამჭვირვალობას. აღნიშნული კი დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის შემადგენელი ნაწილია.

სადავო ნორმით და მისი პრაქტიკაში გამოყენებით იზღუდება ინფორმაციის თავისუფლების უფლება. ბუნებრივია, ამ უფლებას უპირისპირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი, თუმცა თითოეული შემთხვევა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს დისკრეციას ან დეტალურ რეგულირებას თუ რა შემთხვევაში არის სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაფარვა.

საერთაშორისო მიდგომების მიხედვით, დოკუმენტზე ინფორმაციის მიღების უფლება იმდენად ფართოა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ცხადია, გამჭვირვალობასაც აქვს საზღვრები. იგი დამოკიდებულია ინტერესთა შეპირისპირების პრინციპზე - როცა ინფორმაციის გამჟღავნება დააზიანებს კონკრეტულ საჯარო ან კერძო ინტერესს. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები უნდა დადგინდეს ინდივიდუალურ შემთხვევებში. შეზღუდვა ასევე შეიძლება იყოს დროებითი და მოქმედებდეს იმ დრომდე, სანამ ეს გამართლებულია.

დიდ ბრიტანეთში საქმეში Scott v Scott [4] 15 Scott v Scott [1913] AC 417, 463 (Lord Atkinson) qtd.] დადგინდა კონსტიტუციური მნიშვნელობის ზოგადი პრინციპი - მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ღიად, გამჭვირვალედ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იქნეს დაცული საიდუმლოება, როდესაც თავად საქმის შინაარსი მოითხოვს გასაიდუმლოებას.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული სადავო ნორმის ,,ა“ ქვეპუნქტის პირველი ნაწილი, რომელიც პირის ვინაობის დაფარვას გულისხმობს არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ