• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

მარიამ პაპაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1906
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - მანანა კობახიძე,
ავტორ(ებ)ი მარიამ პაპაშვილი
თარიღი 28 ოქტომბერი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მუხლი 2321 -ე მუხლი: ,, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,, 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილი: ,,1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,, 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი: ,,1. თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,, 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მარიამ პაპაშვილის მიმართ გამოვიდა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარუდგენლობის გამო;

- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით.

- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 2321-ე მუხელბი წარმოადგენს სადავო ნორმებს, ვინაიდან ითვალისწინებს შესაგებლის წარუდგენლობისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.

შესაგებლის წარუდგენლობისას ისედაც იზღუდება პირი დაიცვას საკუთარი თავი მოსარჩელისგან და თუ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მართალია, შესაგებლის წარუდგენლობის გამო მის მიმართ ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა უსამართლოა. ამასთანავე, საქართველოში საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურის დონე დაბალია, შესაბამისად პირს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს აღნიშნულ საკითხს ვერ გაართმევს თავს. აქედან გამომდინარე ასეთი პირების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არასამართლიანია.

მეორე სადავო ნორმის, მიხედვით სხდომაზე გამოუცხადებლობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამ შემთხვევაში, თუ პირმა შესაგებელი წარადგინა და სხდომაზე არ გამოცხადდა, მისი საპროცესო უფლებები შეიზღუდა, ვინაიდან იგი შეჯიბრებით პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას და ისედაც წამგებიან მდგომარეობაშია, რადგან ვერ შეძლებს სასამართლოს წინაშე წარსდგეს, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები. ამასთანავე, სასამართლო ყველასათვის ადვილი ხელმისაწვდომი არ არის, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ამიტომ თუ, სასამართლომ ერთი მხარის მოსმენის და მოპასუხის წარდგენილი შესაგებლის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს საქმე და მის მიმართ მაინც ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოდის და საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ წყდება, აღნიშნული უსამართლობის განცდას იწვევს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.

იგივე ვითარება ვლინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ნორმებში, როდესაც მხარის გამოუცხადებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. ამ შემთხვევაშიც პირი როდესაც არ ცხადდება სხდომაზე იგი ვერ მონაწილეობს შეჯიბრებით პროცესში და წამგებიან მდგომარეობაშია, თუმცა მის მიმართ აუცილებლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არასამართლიანი და არაპროპორციულია. სანქცია, რომელიც შეიძლება მხარეს დაეკისროს უნდა იყოს პროპორციული და თანაზომიერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სადავო ნორმები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ