• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

თემურ აბაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1961
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი თემურ აბაშიძე
თარიღი 4 მაისი 2026

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსიექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლი - დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მაძლევს უფლებას შევიტანო საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ რომელიმე საკანონმდებლო ნორმა არღვევს ჩემს უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებაში.

ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციამ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, დელიქტური ხანდაზმულობის ვადა (კანონისმიერი ვალდებულებითი სამართალი, რომელიც კონკრეტულად არის აღწერილი თუ რა შემთხვევებში გამოიყენება) გამოიყენა შეუსაბამოდ, უსამართლოდ, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 39 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება საქმის სამართლიანი და დროული განხილვა უზრუნველყოფილია, კერძოდ არ განიხილეს საქმე სამართლიანად რაც მდგომარეობს შემდეგში:

ვიყავი მარჩენალდაკარგული. სოციალურმა სააგენტომ დახმარება შემიწყვიტა დროზე ადრე. მოვითხოვე სასამართლოს გზით კომპენსაცია. უზენაესმა სასამართლომაც კი დაადგინა, რომ მე გაშვებული მქონდა დელიქტური ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც შეუსაბამოა სამართლიანობასთან(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება ბს-523(კ-24)). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ გაითვალისწინა არცერთი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-5 მუხლის იდეა - ანალოგიის შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ზოგადი და არა სპეციალური ნორმით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოციალურ და საპენსიო საკითხებს არ გააჩნია დავის ხანდაზმულობის ვადები. უარეს შემთხვევაში სასამართლოს ანალოგიისას უნდა ეხელმძღვანელა ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადით და არა დელიქტური ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადით, რომელიც ერთი შეხედვით სპეციალური ნორმაა, აკონკრეტებს საკითხს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი ზოგადი ხანდაზმულობის ვადას ადგენს, ზოგადი ნორმაა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს ეს კონკრეტული საკითხი, რადგანაც მნიშვნელოვანია ნორმის განმარტებისთვის, პრაქტიკისათვის. მოსარჩელე მხარე არ მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლის სრულად არაკონსტიტუციურად მიჩნევას ის მხოლოდ მოითხოვს რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი რომლითაც შეიძლება სოციალური საკითხების გადაწყვეტა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი მიუთითებს ადამიანთა სოციალურ დაცვაზე. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლის გამოყენება სოციალურ საკითხებში კონსტიტუციის მე-5 მუხლთანაც მოდის წინააღმდეგობაში, მაგრამ ეს ნორმა ვერ მივუთითე სარჩელში, რადგანაც კანონმდებლობა ამის უფლებას არ მანიჭებს.

საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ მკაფიოდ განმარტავს ანალოგიის წესს. მაგრამ საერთო სასამართლოებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლი, ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის გვერდით ავლით გამოიყენეს, რითაც დაირღვა ჩემი სოციალური უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლება. სწორედ ამიტომაც იქნება მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის განხილვა. სამოქალაქო ხანდაზმულობის საკითხი განიმარტება საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით და აღარ იქნება ბუნდოვანი.

აქვე ისმის კითხვა რატომ გამოიყენა სასამართლომ სოციალური დავისას დელიქტური ვალდებულების ხანდაზმულობის ვადა და არა სხვა რომელიმე. ზუსტადაც ასეთი ბუნდოვანების გამო უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე სარჩელი, რადგანაც ქართული სამართლის პრაქტიკა გაამდიდროს.

საკონსტიტუციო სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის ნორმა/ნორმები არ გხვდება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

2003 წლის 30 ნოემბერს გარდამეცვალა დედა. გავხდი მარჩენალდაკარგული. როდესაც მე დამენიშნა მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტი, სოციალური დახმარების აღება შემეძლო 23 წლის ასაკამდე თუ სრულწლოვნობის შემდგომ გავაგრძელებდი უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას. 2005 წლისთვის მთავრობის შეცვლისთანავე შეიცვალა კანონი და შეიცვალა მარჩენალდაკარგულის სამართლებრივი ნორმებიც. 2005 წლის რედაქციით მარჩენალდაკარგული სოციალურ დახმარებას ღებულობს სრულწლოვნობამდე ანუ 18 წლის ასაკამდე. 2011 წელს სრულწლოვნობის შესრულებისთანავე მომიხსნეს სოციალური დახმარება. 2020 წლამდე არ ვიცოდი თუ მე 23 წლამდე უნდა მქონოდა მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტი. შემთხვევით სოციალური სააგენტოს ვებ გვერდზე შევხვდი ამ საკანონმდებლო ჩანაწერს. მაშინათვე დავიწყე დავა სასამართლოს გზით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ პირველივე სხდომაზე მომცა რჩევები თუ, როგორ უნდა გამესწორებინა ადმინისტრაციული სარჩელი. პირველადი ადმინისტრაციული სარჩელით ვითხოვდი ზიანის ანაზღაურებას. დაზუსტებულ სარჩელში მოვითხოვე კომპენსაცია რისი უფლებაც მე როგორც მოსარჩელეს ადმინისტრაციულ დავებში მქონდა. შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომგინარე თუ მოპასუხე არ მიუთითებს ხანდაზმულობაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს მასზე. მოპასუხე მხარეს გამახვილებული ჰქონდა სახელშეკრულებო სამ წლიან ხანდაზმულობის ვადაზე რაც გავაბათილე იმით, რომ სახელმწიფოსთან ხელშეკრულება არ დამიდია ის ზრუნავდა ჩემზე. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ჩემს წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მიუთითა რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები მქონდა გაშვებული, თუ რომელი ეს გადაწყვეტილებაში არ განუმარტავს.

გავაგრძელე დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. აქვე აღვნიშნავ, რომ მითითებული მქონდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ანალოგიური შემთხვევა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხანდაზმულობის ვადაზე რაც დელიქტის ხანდაზმულობის ვადად მიიჩნია. ზუსტად აქ დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლებები კერძოდ სამართლიანი სასამართლოს უფლება და სახელმწიფოს მიერ ზრუნვა სოციალურ დაცვაზე. ასევე შეიძლება ითქვას რომ დაარღვიეს შეჯიბრობითობის პრინციპიც, რადგანაც მოპასუხეს შესაგებელში არ უხსენებია დელიქტურ ხანდაზმულობაზე და ამიტომაც მასზე კონტრარგუმენტები არ მითქვამს სასამართლო პროცესზე.

უზენაესმა სასამართლომ არ შეცვალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დატოვა ძალაში. ასევე გაამახვილა ყურადღება ინკვიზიციურობის პრინციპზე რაც არასწორია. ინკვიზიციურობა მოქმედებს ადმინისტრაციულ დავაში მოსარჩელის სასარგებლოდ და არა ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთო სასამართლოებმა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში კი არა სხვადასხვა სამართლის დარგის ნორმები გამოიყენენ ერთ საქმეში. სოციალური საკითხი სხვა დარგია ადმინისტრაციული სამართლის დარგი, დელიქტური ვალდებულება სამოქალაქო სამართლის დარგი. ამ გადაწყვეტილებით და ნორმის არასწორად გამოყენებით დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლებები სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე სახელმწიფოს ზრუნვა სოციალურ დაცვაზე და სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპი. არ გაამახვილა ყურადღება ორგანულ კანონზე ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სამართლის ნორმაა ვიდრე სასამართლოს მიერ გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლი. ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში მითითებულია, რომ საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ჩემი კონკრეტული საქმე არის საჯარო სამართლებრივი, რადგანაც დავა სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოს საჯაროსამართლებრივ, კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს ეხებოდა. სოციალურ და საპენსიო სამართალის, არცერთ ნორმაში არ არის მითითებული სამართლის ანალოგიაზე. ასევე ნორმატიული აქტების კანონი ადგენს რომ, სპეციალური ნორმა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. სამოქალაქო სამართალში გვაქვს ზოგადი ხანდაზმულობის ვადა რომელიც არის 10 წელი ასევე გვაქვს სხვა ხანდაზმულობის ვადებიც - სახელშეკრულებო, დელიქტის და ას.შ. სპეციალური და ზოგადი ნორმების განმარტებიდან თუ ვიხელმძღვანელებთ - ზოგადია ნორმა, რომელიც დანარჩენ სხვას ეხება. თუ კონკრეტული შემთხვევის გადაყწვეტა ხდება ან ერთგვარი შემთხვევების სპეციალურია. აქედან გამომდინარე დელიქტი არის კონკრეტული შემთხვევა, სამოქალაქო სამართლის კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის, ამიტომაც ის სპეციალური ნორმაა რისი გამოყენებაც ანალოგიისას დაუშვებელია.

რადგანაც ყველა დავას აქვს ხანდაზმულობის ვადა - ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (მაგ. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა, რომის სტატუტიტ გათვალისწინებული საერთაშორისო დანაშაულები), საერთო სასამართლოებს უარეს შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელად არა დელიქტური ხანდაზმულობის ვადით არამედ საერთო 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადით (ზოგადი ნორმით).

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება – თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. ისეთი თვითნებობისაგან, რომ უბრალო მოქალაქის უფლებების გადაწყვეტა სასამართლოს მიერ, არ იყოს პოლიტიკური და აბსურდული.

აქედან გამომდინარე, რადგანაც საერთო სასამართლოებმა სოციალურ საკითხებში გამოიყენეს დელიქტის ხანდაზმულობის ვადა და დაარღვიეს ჩემი კონსტიტუციური უფლებები კერძოდ სამართლიანი სასამართლოს უფლება და სოციალური უფლებები - გთხოვთ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც შესაძლებელია სოციალურ და საპენსიო საკითხების გადაწყვეტა.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ