გიორგი ლეჟავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1978 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, |
| ავტორ(ებ)ი | გიორგი ლეჟავა |
| თარიღი | 18 სექტემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“
საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: „სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით“. ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ, კერძო პირზე, გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არსებული განაშენიანებით, და მისთვის გასხვისებამდე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან მისი გამოვლინების არსებობა. | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. |
| „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი: „სასარგებლო წიაღისეულისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ხრეში, ქვიშა 1 მ3, 0.6 ლარი“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 - ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 პრიმა მუხლის მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „წიაღის შესახებ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი პიდაპირ ეხება მოსარჩელეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელე გიორგი ლეჟავას საკუთრებაში აქვს გორის რაიონ სოფელ ძევერაში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.011 და 66.47.05.009), რომელზეც გაშენებულია თევზსაშენი მეურნეობა. ეს არის ხელოვნური ტბორები თევზებისთვის. ამ მიწის ნაკვეთებზე საკლამახე მეურნეობა არსებობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, 1980-იანი წლებიდან. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის N232 დადგენილების შესაბამისად, საკალმახე/თევზსაშენი ტბორები ფუნქციონირებისათის საჭიროებენ აკვაკულტურის ნებართვის გაცემას. გიორგი ლეჟავას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აკმაყიფილებენ აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რათა დაუბრკოლებლივ იქნეს გაცემული აკვაკულტურის ნებართვა. ამ მიზნით, გიორგი ლეჟავას მიღებული აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგენოებიდან თანხმობები. აკვაკულტურის ნებართვის მიღების პროცესში, ერთადერთი ორგანო, რომელიც ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას არის სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტო. აღნიშნული სააგენტო მოსარჩელეს სთხოვს წიაღისეულისთვის კომოპენსაციის გადახდას, სამართლებრივ საფუძვლად კი უთითებს სადავოდ გამხდარ ნორმებს, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებას და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის. სააგენტოს პოზიციით რადგან განაშენიანება მდებარეობს სასარგებლო წიარისეული მოპოვების არიალში, მათი პოზიციით მოსარჩელეს ეკუთვნის კონკრეტული კომპენსაციის გადახდა. სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს 2026 წლის 20 მარტის წერილის შესაბამისად, გიორგი ლეჟავას საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.009 და ს/კ 66.47.05.011) მდებარეობს ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურში, რომელიც შესწავლილია და მარაგები დამტკიცებულია 1972 წლის მდგომარეობით. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 01 ოქტომბრის №22/6137 წერილის თანახმად, აკვაკულტურის ნებართვის მიზნებისათვის, სანებართვო ტერიტორია მოიცავს ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურს, სადაც ნაკვეთების საბადოსთან თანაკვეთის ფართობზე (147701 მ2) ქვიშა-ხრეშის მარაგი შეადგენს 443, 103 მეტრ კუბს. ამის საფუძველზე, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის და “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1.ა.ვ პუნქტზე მითითებით, ითხოვს კომპენსაციას ჯამურად 265,861.8 ლარს. დღეის მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს სასამართლო დავა მოთხოვნილი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით. ამ საქმეში სასამართლო სწორედ სადავოდ გამხდარი ნორმებს უნდა დაეყრდნოს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებზე, რომ კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია სწორედ კონკრეტული საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებში და სრულად არის დაცული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს აბსტრაქტულ საკონსტიტუციო კონტროლთან. მოსარჩელე არის პოტენციური მსხვერპლის კატეგორიას მიკუთვნებული პირები, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დავის ფაქტობრივი გარემოებები
1. გიორგი ლეჟავას საკუთრებაში აქვს გორის რაიონ სოფელ ძევერაში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.011 და 66.47.05.009), რომელზეც გაშენებულია საკალმახე/თევზსაშენი მეურნეობა. 2. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის N232 დადგენილების შესაბამისად, საკალმახე/თევზსაშენი ტბორები ფუნქციონირებისათის საჭიროებენ აკვაკულტურის ნებართვის გაცემას. გიორგი ლეჟავას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები აკმაყიფილებენ აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რათა დაუბრკოლებლივ იქნეს გაცემული აკვაკულტურის ნებართვა. ამ მიზნით, გიორგი ლეჟავას მიღებული აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგენოებიდან თანხმობები. 3. აკვაკულტურის ნებართვის მიღების პროცესში, ერთადერთი ორგანო, რომელიც ქმნის ხელოვნურ დაბრკოლებას არის სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტო, რომელიც სადავო ნორმების ნორმატიულ შინაარსზე მითითებით მოსარჩელეს სთხოვენ კონკრეტული კომპენსაციის გადახდას. 4. სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს 2026 წლის 20 მარტის წერილის შესაბამისად, გიორგი ლეჟავას საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.009 და ს/კ 66.47.05.011) მდებარეობს ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურში, რომელიც შესწავლილია და მარაგები დამტკიცებულია 1972 წლის მდგომარეობით. 5. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 01 ოქტომბრის №22/6137 წერილის თანახმად, აკვაკულტურის ნებართვის მიზნებისათვის, სანებართვო ტერიტორია მოიცავს ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურს, სადაც ნაკვეთების საბადოსთან თანაკვეთის ფართობზე (147701 მ2) ქვიშა-ხრეშის მარაგი შეადგენს 443, 103 მეტრ კუბს. ამის საფუძველზე, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს კომპენსაციას (მოსაკრებლის ოდენობით ჯამურად 265,861.8 ლარს. 6. როგორც აღინიშნა, ამ მიწის ნაკვეთებზე საკლამახე/თევზსაშენი მეურნეობა არსებობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, 1980-იანი წლებიდან. ხელოვნური ტბორები საკალმახის/თევზსაშენის ფუნქციით შენარჩუნებული იყო ყველა მესაკუთრის პირობებში, მათ შორის სახელმწიფოს მესაკუთრედ ყოფნის პერიოდსა და პირობებში, 1980-იანი წლებიდან დღემდე. ბუნებრივია, 1980-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში, როდესაც კერძო საკუთრება უკიდურესად შეზღუდული ფორმით არსებობდა, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, გარდა უფლებამოსილი საბჭოთა ადმინისტრაციული ორგანოებისა, სხვა ვერავინ შეძლებდა საკალმახე/თევზსაშენი მეუნეობის მოწყობას. 7. დასახელებული მიწის ნაკვეთები (წინამორბედი ნაკვეთი) სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ჯერ იჯარის ხელშეკრულებით (2004 წელს) გადასცა ფიზიკურ პირებს, შემდეგ კი მოხდა პრივატიზება (2010 წელს). გორის რაიონის გამგეობის 2004 წლის 19 მაისის N 83/1 დადგენილების შესაბამისად, სოფელ ძევერაში მდებარე 22.81 ჰექტარის ფართობის მქონე ნაკვეთი 49 წლიანი იჯარით გადავიდა ფიზიკური პირების, ლევან კეჩხუაშვილის, თამაზ კეჩხუაშვილის, ნიკოლოზ კეჩხუაშვილის მფლობელობაში. ერთ ჰექტარზე ყოველწლიური საიჯარო ქირის ფასი შეადგენდა 17 ლარს. გორის რაიონის გამგეობის 2004 წლის დადგენილებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი არის ხელოვნური ტბორის მიზნებისათვის გადაცემული. ამდენად, დასტურდება, რომ ხელოვნური ტბორები მუდმივად ასრულდებდა ამ მიწის ნაკვეთებზე. 8. რაც შეეხება მიწის ნაკვეთების პრივატიზების ფაქტს, პრივატიზება მოხდა 2010 წელს. პრივატიზება მოხდა ორივე მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 66.47.05.009; ფართობი: 60, 701 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი 66.07.05.350) და მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 66.47.05.011; ფართობი: 87, 001 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 66.07.05.000.351;) 9. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო“-ს 2025 წლამდე, აკვაკულტურის სანებართვო პროცედურების დაეწყებამდე, არ დაუყენებია სადავო კომპენსაციის გადახდის საკითხი არც მოქმედი და არც წინა მესაკუთრეების მიმართ, მაშინ როდესაც ნორმატიული ბაზა, რასაც უთითებს ადმინისტრაციული ორგანო არსებობს 1996 წლიდან მოყოლებული („წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი რედაქცია). 10. იმ მიზნით, რომ სასამართლოსთვის სრულად ცხადი იყოს საქმის გარემოებები, სასამართლოს დეტალურად წარმოვუდგენთ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან პრივატიზების ისტორიას თითოეულ მიწის ნაკვეთზე. ასევე, სასამართლოს ვაცნობებთ, როგორ გახდა ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრე მოსარჩელე გიორგი ლეჟავა. 11. 2010 წლის 19 ივლისს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის (N 3984) შესაბამისად, ლევან კეჩხუაშვილის, თამაზ კეჩხუაშვილის და ნიკოლოზ კეჩხუაშვილის საკუთრებაში გადავიდა სოფელ ძევერაში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 66.07.05.350; ფართობი; 60, 701. 81 კვ.მ). პრივატიზების საფასურის გადახდა მოხდა 2010 წლის 19 ივლისს, რის შესახებაც მითითებულია პრივატიზების ოქმში. 12. 2010 წლის 19 ივლისს, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება (საკადასტრო კოდით 66.07.05.350; ფართობი; 60, 701. 81 კვ.მ), რომლის შესაბამისადაც, პრივატიზების ხელშეკრულების ფარგლებში ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიტვირთა იპოთეკის უფლებით. დატვირთვა მოხდა პრივატიზების საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად. ფიზიკური პირების, ლევან კეჩხუაშვილის, თამაზ კეჩხუაშვილის, ნიკოლოზ კეჩხუაშვილის მხრიდან სრულად მოხდა როგორც პრივატიზების, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების შესრულება. 13. 2014 წლის 12 ნოემბერს, თამაზ კეჩხუაშვილმა და ლევან კეჩხუაშვილმა წილის დათმობის ხელშეკრულებით თავიანთი წილები გადასცეს ნიკოლოზ კეჩხუაშვილს. ამდენად, სოფელ ძევერაში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 66.47.05.009; ფართობი: 60, 701 კვ.მ) 100 % წილები გადავიდა ნიკოლოზ კეჩხუაშვილის საკუთრებაში. 14. 2016 წლის 25 თებერვალს, ნიკოლოზ კეჩხუაშვილმა კუთვნილი 100 % წილი (საკადასტრო კოდით 66.47.05.009; ფართობი: 60, 701 კვ.მ) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ზაქარია მელიქაშვილს. 15. 2016 წლის 20 დეკემბერს, ზაქარია მელიქაშვილმა კუთვნილი 100 % წილი (საკადასტრო კოდით 66.47.05.009; ფართობი: 60, 701 კვ.მ) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ზურაბ ჯაკობ ლეჟავას. 16. 2010 წლის 19 ივლისს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის (N 3983) შესაბამისად, ლევან კეჩხუაშვილის, თამაზ კეჩხუაშვილის და ნიკოლოზ კეჩხუაშვილის საკუთრებაში გადავიდა სოფელ ძევერაში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 66.07.05.351; ფართობი; 87, 001.39 კვ.მ). პრივატიზების საფასურის გადახდა მოხდა 2010 წლის 19 ივლისს, რის შესახებაც მითითებულია პრივატიზების ოქმში. 17. 2010 წლის 19 ივლისს, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება (საკადასტრო კოდით 66.07.05.351; ფართობი; 87, 001.39 კვ.მ), რომლის შესაბამისადაც, პრივატიზების ხელშეკრულების ფარგლებში ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიტვირთა იპოთეკის უფლებით. დატვირთვა მოხდა პრივატიზების საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად. ფიზიკური პირების, ლევან კეჩხუაშვილის, თამაზ კეჩხუაშვილის, ნიკოლოზ კეჩხუაშვილის მხრიდან სრულად მოხდა როგორც პრივატიზების, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების შესრულება. 18. 2014 წლის 12 ნოემბერს, თამაზ კეჩხუაშვილმა და ნიკოლოზ კეჩხუაშვილმა წილის დათმობის ხელშეკრულებით თავიანთი წილები გადასცეს ლევან კეჩხუაშვილს. ამდენად, სოფელ ძევერაში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 66.47.05.011; ფართობი: 87, 001 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: 66.07.05.000.351;) 100 % წილები გადავიდა ლევან კეჩხუაშვილის საკუთრებაში. 19. 2023 წლის 17 იანვარს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნინო სუხიშვილიგან იაკობ ლეჟავამ შეიძინა ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.009 და ს/კ 66.47.05.011). 20. 2024 წლის 06 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, იაკობ ლეჟავამ გიორგი ლეჟავას აჩუქა ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.009 და ს/კ 66.47.05.011). 2024 წლიდან ამ მიწის ნაკვეთების მესაკუთრე არის მოსარჩელე გიორგი ლეჟავა. 21. როგორც აღინიშნა, ეს თევზსაშენი ტბორები არსებული ფუნქციით გაშენდა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან. ეს ფუნქცია შენარჩუნებული იყო ყველა მესაკუთრის პირობებში, მათ შორის სახელმწიფოს მესაკუთრედ ყოფნის პერიოდსა და პირობებში. 22. ვიდრე გიორგი ლეჟავა გახდებოდა მესაკუთრე 2024 წელს, მანამდე მოხდა რამდენჯერმე მესაკუთრეთა ცვლილება. გიორგი ლეჟავა ენდო როგორც საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმციას, ასევე გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან კერძო პირებზე ეს ნაკვეთები გაიცა პრივატიზების ფორმით 2010 წელს. ამდენად, გიორგი ლეჟავას ჰქონდა კანონიერი ნდობა და ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე არსებულ ხელოვნურ ტბორებში შესაძლებელია საკლამახე/თევზსაშენი მეურნეობის მოწყობა. ბუნებრივია, ეს მოლოდინი და ნდობა არსებობდა მითუფრო, რომ ხელოვნური ტბორები თევზსაშენი მიზნებისათვის გაშენებული იყო თავად სახელმწიფოს 1980-იან წლებში და უწყვეტად ფუნქციონირებს დღემდე იმავე ფუქნციითა და მიზნებით. 23. სამართლებრივი და ფაქტობრივი კუთხით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ შპს „საქართველოს მელიორაცია“ (რომლის 100% წილის მფლობელიც თავად სახელმწიფოა) ამ ობიექტებს ოფიციალურად სცნობს „ტბორებად“ (საიდენტიფიკაციო ნომრები: 1395766; 1395767) და წლების განმავლობაში რეგულარულად იღებს წყლის მოსაკრებელს. ამგვარად, თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს გიორგი ლეჟავას საკალმახე ტბორების წყლის მიწოდებას. 24. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, როგორც აღინიშნა, ეს საკალმახე ტბორები არსებული ფუნქციით გაშენდა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან. ეს ფუნქცია შენარჩუნებული იყო ყველა მესაკუთრის პირობებში, მათ შორის სახელმწიფოს მესაკუთრედ ყოფნის პერიოდსა და პირობებში. 25. სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს 2026 წლის 20 მარტის წერილის შესაბამისად, გიორგი ლეჟავას საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.47.05.009 და ს/კ 66.47.05.011) მდებარეობს ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურში, რომელიც შესწავლილია და მარაგები დამტკიცებულია 1972 წლის მდგომარეობით. 26. როგორც ვხედავთ, სახელმწიფომ და უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგენოებმა ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდა ქვიშა-ხრეშის მარაგების შესახებ, თუმცა არც ხელოვნური ტბორების განაშენიანებისას და არც ამ ნაკვეთების პრივატიზებას ადმინისტრაციულ ორგანოებს დამატებითი მოთხოვნები არ ჰქონიათ. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოებს არცერთი მესაკუთრისთვის არ მოუთხოვიათ სასარგებლო წიაღისეულის სანაცვალგებო კომპენსაცია ბოლო პერიოდამდე, მათ შორის არც პრივატიზების დროს. როგორც აღინიშნა, პრივატიზების საფასური მოიცავდა სასარგებლო წიაღისეულია სანაცვალგებო კომპენსაციასაც. ამდენად, ეს საფასური უკვე გადახდილია. 27. რომ შევაჯამოთ, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განახორციელეს პროივატიზება, ხოლო მესაკუთრეებმა გადაიხადეს განსაზღვრული ფასი და შეასრულეს პრივატიზების ყველა პირობა. მეტიც, ტბორები გაკეთდა 1980-იან წლებში, განაშენებიანება მოხდა თავად სახელწიფოსა და მისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი 28. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, სადავოდ ვხდით „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსს, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფომ, კერძო პირზე, გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არსებული განაშენიანებით, და მისთვის გასხვისებამდე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან მისი გამოვლინების არსებობა“. 29. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი განთავსებულია კანონის მე-5 თავში, რომელიც სახელდებულია წიაღის დაცვა და წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების მოთხოვნები. 39 მუხლის დასახელებაა „სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი“. პირველი პუნქტი ადგენს, რომ „აკრძალულია დასახლებული პუნქტების, სამრეწველო კომპლექსების, კომუნიკაციების, სამეურნეო და სხვა ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, სანამ არ დადასტურდება, რომ მომავალი განაშენიანების ფართობზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) ან გამოვლინება“. მეორე წინადადების მიხედვით „სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით“. 30. წინა აბზაცში მითითებული ნორმები ერთის მხრივ ადგენენ განაშენიანებას აკრძალვას სანამ არ დადასტურდება, რომ მომავალი განაშენიანების ფართობზე არ არსებობს სასარგებლო წიაღისეულის საბადო ხოლო მეორე მხრივ სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობზე უშვებენ განაშენიანებას კონკრეტული კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში. 31. სადავო ნორმა ითვალისწინებს სამ ძირითად პირობას: ა) ტერიტორია უნდა წარმოადგენდეს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობს; ბ) დაგეგმილმა განაშენიანებამ უნდა შეზღუდოს ან შეაფერხოს წიაღისეულის სარგებლობა; დ) განაშენიანების მსურველმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია, იმ სახეობის წიაღისეულის საფასურის ოდენობით, რომლის სარგებლობაც იზღუდება ან ფერხდება. 32. სადავო ნორმის ძირითადი ნორმატიული შინაარსი შეიძლება დავყოთ ორ მიმართულებად: 1. ტერიტორიაზე, რომელიც განკერძოებულია აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულის საბადო; 2. ტერიტოირაზე, რომელიც განკერძოებულია სახელმწიფოს მიერ პრივატიზების გზით, სახელმწიფოსთვის თავიდანვე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის არსებობის შესახებ და თავად სახელმწიფომ მოახდინა საკუთრების პრივატიზება არსებული განაშენიანებასთან ერთად. სადავო ნორმას კიდევ სხვა ნორმატიული შინარსიც შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით კონკრეტული საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, ჩენი სამართლებრივი შემთხვევა, რომელიც ფაქტობრივი გარემოებებით, ზემოთ ზუსტად არის აღწერილი, ადასტურებს სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობას და მის რიალურობას. სასამართლოსთვის კიდევ ერთხელ ნათელი რომ იყოს ნორმატიული შინაარსის მოცემულობა: 1972 წელს სახელმწიფომ, მოცემული მიწის ნაკვეთები შეიყვანა ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურში (ანუ მისთვის ცნობილი იყო წიაღისეულის არსებობა მიწის ნაკვეთებზე); 1980-იან წლებში თავად სახელმწიფოს მიერ მოეწყო ხელოვნური ტბორები თევზსაშენის ფუნქციით (ანუ სახელმწიფომ მოახდინა მისი განაშენიანება); 1996 წელს მიიღეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თავდაპირველი რედაქციაც ითვალისწინებდა სადავო რეგულაციას; 2004 წელს მოხდა მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა კერძო პირებზე; 2010 წელს მოხდა პრივატიზაციის გზით მიწების განკერძოება; ამის შემდეგ, 2025 წელს ითხოვს უფლებამოსილი ორგანო კომპენსაციას. სტანდარტული ნორმატიული შინაარსისგან განსხვავებით სადავო შემთხვევაში, მიწის ნაკვეთების გასხვისებისას სახელმწიფოს ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია საბადოს არსებობის შესახებ და მათი გასხვიდება მოხდა არსებული განაშენიანებით, რომელის შემოქმედიც თავად სახელმწიფო იყო. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფერო 33. კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი, მეორე პუნქტები მიმართულია ყველასადმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნვას, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციიდან გამომდინარე ვრცელდებოდა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება, II-67). საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში. კანონმდებელის ვალდებულებაა თავისი პოლიტიკა კონკრეტულ სფეროში დაუქვემდებაროს მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ აუცილებელი ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს. 34. კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. კერძოდ კი: ა) მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მიმართულებებს და ხელისუფლების ადამიანთან შესაძლო ურთიერთობის შინაარსს. ეს პრინციპებია: დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ხელისუფლების ადამიანთან ურთიერთობის შინაარსის განმსაზღვრელი ნორმა-პრინციპი მოცემულია ასევე კონსტიტუციის მე-7 მუხლში, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლითით საქართველოს საკონსტიტუციო (სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.5,6;) 35. საკუთრების უფლების დაცული სფეროს განმარტებისასა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განმარტა საკუთრების უფლების მნიშვნელობა და დანიშნულება. სასამართლომ განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის #1/51 გადაწყვეტილება საქმეზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება). 36. კონსტიტუცია გამოყოფს „საკუთრების“, „საკუთრების შეძენის“, „საკუთრების გასხვისების“ და „მემკვიდრეობის“ უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმის ნორმატიული შინაარსი ადგენს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმას, რომლის შედეგადაც იზღუდება საკუთრება. საკუთრების უფლების შეზღუდვა. 37. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს მისი შეზღუდვის საფუძვლები, ფორმალური და შინაარსობრივი კრიტერიუმები. ფორმალური კრიტერიუმის მნიშვნელოვანი კომპონენტია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 38. რაც შეეხება შინაარსობრივ კრიტერიუმს: საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი უნდა განიმარტოს პოზიტიური შინაარსით, რაც ნიშნავს შემდგომს: ნორმა არ კრძალავს მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიურ ინტერვენციას უფლებით დაცულ სფეროში, არამედ, საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე სახელმწიფოს აძლევს შესაძლელობას, დაადგინოს კონკრეტული საკუთრების შინაარსი და ფარგლები: „შეზღუდვა” უნდა გავიგოთ, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოების დადგენა სახელმწიფოს მიერ. სხვა შემთხვევაში, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების სფეროდან გავიდოდა ურთიერთობების მთელი კომპლექსი, რომელთა მიმართაც ვერ მოხდება “შეზღუდვის” მისადაგება მისი პირდაპირი მნიშვნელობით. 39. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში, საკუთრების ჩამორთმევისაგან განსხვავებით, სახელმწიფო ადგენს სამართლებრივ რეჟიმს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობა მიიღოს კონკრეტულ ურთიერთობაში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება,II.პ.11). 40. საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით დააზუსტა „ეს პუნქტი კანონმდებელს აძლევს საკუთრების უფლების შინაარსის განსაზღვრის უფლებამოსილებას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ კანონმდებლის ნება კონსტიტუციური მოთხოვნის ადეკვატური იქნება. სწორედ აქ იჩენს თავს შეზღუდვის მატერიალური კრიტერიუმი, რომელიც კანონმდებელს ავალდებულებს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრულ დაბალანსებას. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შესრულებისას კანონმდებელი დგას ამოცანის წინაშე, თანაბრად გაითვალისწინოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების გარანტია და სოციალური საკუთრებითი წესრიგის მოთხოვნა და დააბალანსოს ინტერესები. დაუშვებელია საკუთრების სოციალური ფუნქციის უგულებელყოფა, იმავდროულად, შეუძლებელია მესაკუთრის ზედმეტად, არათანაზომიერად შეზღუდვის გამართლება.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება,II.პ.11). 41. საჯარო ინტერესი: საკუთრების უფლების შეზღუდვის მატერიალური შემადგენელია საჯარო ინტერესის არსებობა. სასამართლოს განმარტებით საჯარო ინტერესი (აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება) არ არის მყარი და ყველა საზოგადოებაზე უნივერსალურად მორგებული ცნება, ის ცვალებადია პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური მოცემულობის გათვალისიწნებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II.პ.80). მოცემულ ინტერესი როგორც წესი ფასდება ორი კრიტერიუმით: საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია და საკუთღების უფლების ობიექტის არსი. 42. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს „წიაღის შესაებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ, კერძო პირზე, გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობი, არსებული განაშენიანებით, და მისთვის გასხვისებამდე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან მისი გამოვლინების არსებობა. 43. საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, შესაძლებელია კერძო საკუთრება შეიზღუდოს მასზე ან მასში სასარგებლო წიაღისეულის არსებობის გამო. აღნიშნული მიზეზი შიძლება იყოს საჯარო ინტერესი, რომელიც ამბობს, რომ სასარგებლო წიაღისეული საზოგადო სიკეთეა და არ შეიძლება პირს კონკრეტული განუჭვრეტელი გარემოებებიდან გამომდინარე მიენიჭოს დაუმსახურებელი სიკეთე. მსგავსი შემთხვევის დროს კი შესაძლებელია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვებით დაბალანსდეს ზემოთ მოცემული კერძო და საჯარო ინტერესები. ჩვენს შემთხვევაში, კი ხდება სასარგებლო წიაღისეულის არა გამოყენება, არამედ მისი ფაქტობრივი დაკონსერვება და თან გასხვისებული კერძო საკუთრებაზე კონკრეტული საჯარო სიკეთის არსებობა სახელმწიფოსთვის მის გასხვისებამდე იყო ცნობილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უძრავი ნივთების გასხვისება მოახდინა კონკრეტული სამეურნეო ფუნქციით და განაშენიანებით. საკუთრების უფლების შეზღუდვის ტესტი 44. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რამდენად არსებობს ლეგიტიმური მიზანი. ამის შემდგომ კონკრეტული კანონის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება, II.პ.17). ლეგიტიმური მიზანი 45. საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების უფლების შეზღუდვისას პირველ რიგში განსაზღვრავს არის თუ არა სახეზე კანონიერი მიზანი, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ჩაითვალოს საჯარო ინტერესად კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის მიზნებისათვის. ეს უკანასკნელი გულისხმობს კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 46. სასამართლო „კანონიერი (ლეგიტიმური) მიზნის“ განმარტებისას ეყრდნობა კონკრეტული ღონისძიების „შინაარსს“ და მის „მნიშვნელობას“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II.პ.19). თუკი ღონისძიების კონკრეტული ლეგიტიმური დანიშნულება ამ კრიტერიუმებს პასუხობს იგი შეიძლება მიჩნეულ იქნას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინტერესად თუ არა პირიქით. 47. ლეგიტიმური მიზნის კონტექტში მიზნის ფორმალური მითითება საკმარისი არ არის, ლეგიტიმურობა გულისხმობს მიზნის მართლზომიერებას და კონსტიტუციასთან შესაბამისობას. საკნოსტიტუციო სასამართლოს პრაქტკის მიხედვით მიზანს უნდა ჰქონდეს უფლების შეზღუდვის გამართლების უნარი, ხოლო ამგვარი მიზნები მომდინარეობდეს დემოკრატიული ღირებულებებიდან, რასხაც ეფუძნება შიდაკონსტიტუციური წესრიგი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 04 აგვისტოს N2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ). 48. სასამართლო ლეგიტიმური მიზნის განმარტებისთვის ეყრდონობა კონკრეტული ღონისძიების შინაარსს და მნიშვნელობას. თუკი ღონისძიების კონკრეტული ლეგიტიმური დანიშნულება ამ კრიტერიუმს პასუხობს ის შეიძლება მიჩნეული იყოს კონკრეტულ საჯარო ინტერესისთვის მნიშვნელოვნად (საქაღთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N 1/2/384 გადაწყვეტილება). ლეგიტიმურ მიზანზე მსჯელობისას სწორედ ამ სიცხადით ლეგიტიმური მიზნის დასახელება არის აუცილებელი, რომელიც კონკრეტულ სადავო ნორმატიულ შინაარსთან უნდა იყოს თანხვედრაში. 49. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი პირველი პუნქტს მეორე წინადადების მიხედვით, „სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ, კერძო პირზე, გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არსებული განაშენიანებით, და მისთვის გასხვისებამდე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან მისი გამოვლინების არსებობა. ლეგიტიმური მიზნის არსებობისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობების გააზრება: 1972 წელს სახელმწიფომ, მოცემული მიწის ნაკვეთები შეიყვანა ლიახვის ქვიშა-ხრეშის საბადოს კონტურში (ანუ მისთვის ცნობილი იყო წიაღისეულის არსებობა მიწის ნაკვეთებზე); 1980-იან წლებში თავად სახელმწიფოს მიერ მოეწყო ხელოვნური ტბორები საკალმახის/თევზსაშენის ფუნქციით (ანუ სახელმწიფომ მოახდინა მისი განაშენიანება); 1996 წელს მიიღეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თავდაპირველი რედაქციაც ითვალისწინებდა სადავო რეგულაციას; 2004 წელს მოხდა მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა კერძო პირებზე; 2010 წელს მოხდა პრივატიზაციის გზით მიწების განკერძოება; 2025 წესლ ითხოვს უფლებამოსილი ორგანო კომპენსაციას. სტანდარტული ნორმატიული შინაარსისგან განსხვავებით სადავო შემთხვევაში, მიწის ნაკვეთების გასხვისებისას სახელმწიფოს ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია საბადოს არსებობის შესახებ და მათი გასხვიდება მოხდა არსებული განაშენიანებით, რომელის შემოქმედიც თავად სახელმწიფო იყო. 50. მაშინ როდესაც სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო მიწის ნაკვეთის გასხვისებამდე, წიაღის არსებობის შესახებ და განაშენიანება მოხდა თავად ახელმწიფოს მიერ, გაუგებარია რა ლეგიტიმური მიზეზი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ სახელმწიფო მოქალაქეს დამატებით მოსთხოვოს სადავოდ გამხდარი ნორმის მითითებით კომპენსაციის გადახდა. 51. ზოგადად „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით დადგენილი რეგულაციების ლეგიტიმურ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; წიაღისეულის დაცვა; სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვა ... კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნნელოვანია დასახელდეს კონკრეტული ნორმატიული შინაარსის, როგორც უფლების შეზღუდვის კონკრეტული ხელშესახები ლეგიტიმური მიზანი. ასეთი მიზანი კი ფაქტი არ არსებობს. 52. ზემოთ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან უფლების შეზღუდვამ ვერ დააკმაყოფილა ლეგიტიმური მიზნის შემადგენელი, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი პირველი პუნქტის მეორე წინადადების (სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობების განაშენიანება დასაშვებია, თუ განაშენიანების მსურველი წიაღისეულის მესაკუთრეს კომპენსაციის სახით გადაუხდის სასარგებლო წიაღისეულის იმ სახეობის საფასურს (შესაბამისი წიაღისეულით სარგებლობისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით), რომლით სარგებლობასაც იგი ზღუდავს ან აფერხებს დაგეგმილი განაშენიანებით)- ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ, კერძო პირზე, გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არსებული განაშენიანებით, და მისთვის გასხვისებამდე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან მისი გამოვლინების არსებობა. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით (კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი) თანასწორობის უფლების დაცული სფერო 53. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. კონსტიტუციის მიერ დადგენილი უფლებით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 54. კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს » (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება). 55. კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392). 56. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმის გარკვევისათვის, სადავო ნორმა საერთოდ იწვევს თუ არა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისზეც სადავო ნორმა უშუალოდ ვრცელდება და რეგულირების საგანი. მე-11 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, პირველ რიგში, უნდა დაადგინოდეს : 1) პირები (პირთა ჯგუფები) წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს პირები შედარებად კატეგორიებს უნდა წარმოადგენდნენ; ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში; ერთი და იგივე პირები გარკვეულ ურთიერთობასთან, ვითარებასთან მიმართებით შეიძლება განხილულ იქნენ არსებითად თანასწორად, ხოლო სხვა გარემოებებთან მიმართებით – არა. 2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება). 57. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ვამტკიცებთ, რომ სახეზე გვავქვს არსებითად უთანასწოროთა მიმართ თანასწორი მოპყრობით დისკრიმინაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს და ბ)ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევის შემდეგ არის შესაძლებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით. 58. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი: „სასარგებლო წიარისეულისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ხრეში, ქვიშა 1 მ3, 0.6 ლარი“. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში ვდავობთ ქვიშა-ხრეშის ნაწილში რადგან, ჩვენი კონკრეტული საქმე შეეხება სწორედ ქივიშა-ხრეშს.ამ შემთხვევაში გვყავს ორი შესადარებელი ობიექტი 1 – „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული წიაღით მოსარგებლე და ასევე „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი, მეორე წინადადებით განსაზღვრული განაშენიანების მსურველი, რომელიც განაშენიანებით ზღუდავს ან აფერხებს წიაღისეულით სარგებლობას (შემდგომში შემოკლებით - განაშენიანების მსურველი). 59. წინა პუნქტში დასახელებული ორი შესადარებელი სუბიექტები არიან არსებითად უთანასწოროები. წიაღით მოსარგებლის უფლებებს განსაზღვრავს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ამ სუბიექტს აქვს შემდეგი უფლებები: ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში; ბ)გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას; გ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით; დ) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე; ე) მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუ წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს წიაღით მოსარგებლის უფლებებსაც, რომლებიც მიმართულია წიაღის რაციონალური სარგებლობისკენ და არანაირად არ ამცირებს წიაღით მოსარგებლის უფლებრივ შემადგენელს. 60. რაც შეეხება განაშენიანების მსურველს, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში (რომელიც ტოლია წიაღით მოსარგებლის მიერ გადასახდელი კომპენსაციის) მხოლოდ აქვს ტერიტორიის განაშენიანების უფლება. ის არ იღებს რაიმე სახის უფლებას მის ქვეშ არსებულ წიაღზე, პირიქით არ ხარჯავს მას, არ ახდენს მის დევალვაციას, და გარკვეული დროის განმავლობაში ხელუხლებლად ინახავს კიდეც. აქ იბადება კითხვა შემდგომში განაშენიანება, რომ შეიცვალოს და მოხდეს ამ მიწის ქვეშ არსებული რესურსზე წიაღით მოსარგებლეზე უფლების გაცემა, რას მივიღებთ? მივიღებთ იმ ფაქტობრივ მოცემულოიბას, რომ მოსაკრებლს სახელმწიფო მიიღებს ერთიდაიგივე რესურზე ორჯერ. 61. წინა პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სახეზეა ორი შესადარებელი სუბიექტი, რომლებიც არსებითად უთანასწორონი არიან. 62. სადავო ნორმა კი ორივე შესადარებელი (არათანაბარი) სუბიექტისთვის ადგენს ერთნაირ მოპყრობის პირობებს. სადავო ნორმა არ ახდენს დიფერენცირებას წიაღით მოსარგებლესა და განაშენიანების მსურველს შორის, ორივეს უდგენს 1 კუბურ მეტრზე 0.6 ლარს გადასახდელს. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს, ესენი არიან: ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას; ბ) სახელმწიფო ტყის რესურსებით მოსარგებლე; გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით მოსარგებლე;დ) პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებას (ბუნებრივი გარემოდან ამოღებას); ე) პირი, რომელიც ზედაპირული წყლების გამოყენებით აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე ახორციელებს აკვაკულტურის საქმიანობას. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით მოსაკრებლის ობიექტი არის - სასარგებლო წიაღისებულის მოცულობა (რაოდენობა). მოსაკრებლის განაკვეთებს ადგენს კანონის მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით (განაკვეთები მოცემული ცხრილის სახით). მოსაკრებელზე შეღავათებს განსაზღვრავს კანონის მე-7 მუხლი, რომელშიც არ არის გათვალისწინებული განაშენიანების მსურველისთვის კონკრეტული შეღავათი. შესაბამისად უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმა ადგენს თანაბარ მოპყრობას არათანაბარი სუბიექტებისთვის. 63. სახეზეა არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორად მოპყრობა. თუმცა, დიფერენცირებული მოპყრობა (ამ შემთხვევაში, არსებითად არათანსწორთა მიმართ თანაბარი მოპყრობა) თავისთავად დისკრიმინაციას არ ნიშნავს. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს» (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება). 64. დიფერენცირებული მოპყრობის კოსტიტუციურობის სწორად შეფასებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენცირების ნიშანს. მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ მე-11 მუხლით გათვალისწინებული ისეთი კლასიკური ნიშანი, როგორიცაა ქონებრივი ნიშანი. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა განპირობებული რელიგიური თუ სხვა რწმენით, როგორც რელიგია, ისე სხვა შეხედულებები არის კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ძირითადი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც აკრძალულია გაუმართლებელი დიფერენციაცია. 65. ქონებრივი ნიშანი: ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაცია ნიშნავს განსხვავებულ მოპყრობას მისი ქონებრივი/ფინანსური მდგომარეობის ან ეკონომიკური სტატუსის გამო, როდესაც ამ განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ქონებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ქონებრივი მდგომარეობა მიემართება არა კონკრეტულ სამართალურთიერთობაში პირის ქონებრივ მიმართებას, არამედ ზოგადად მის ქონებრივ სტატუსს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N2/1/370, 382, 390, 402, 405). მოცემულ შემთხვევაში წიაღით მოსარგებლე და განაშენიანების მსურველი სწორედაც, რომ ქონებრივი სტატუსის მატარებელია, წინა პუნქტებში აღწერილი მათი უფლებები, რომლებიც შემდგომში ქონებრივ უფლებებში აისახება და განსაზღვრავს მათ ქონებრივ სტატუსს. 66. „გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნიშანზე არსებული ქართული პრაქტიკა მწირია და გარდა ამისა, განსახილველი საკითხის მსგავს კონტექსტში გაკეთებული განმარტება საერთოდ არ არსებობს, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩანაწერი თითქმის იდენტურია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის ტექსტისა, მართებულად მიგვაჩნია, რომ საკითხის უფრო ფართოდ დასანახად, გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განმარტებები (amicus curiae 26 ოქტომბერი 2017 „შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, ვახტანგ ლეჟავა, რექტორი). 67. მაგალითად, საქმეზე Chassagnou and Others v. France მოსარჩელე, რომელიც იყო მცირე ზომის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, აცხადებდა, რომ მას, შედარებით დიდი ზომის მიწის ნაკვეთების მფლობელებისაგან განსხვავებით არ შეეძლო თავის საკუთრებაში აეკრძალა საჯარო ნადირობა. ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაცია სასამართლომ სწორედ ამგვარ კონტექსტში დაინახა ((amicus curiae 26 ოქტომბერი 2017 „შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, ვახტანგ ლეჟავა, რექტორი ECtHR, Chassagnou and Others. v. France (nos. 25088/94, 28331/95 and 28443/95), 29 April 1999). 68. ასევე, განსხვავებულად ხედავს ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას გაერთიანებული ერების ორგნიზაციის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტი და ზოგად კომენტარში აღნიშნავს, რომ საფუძველი უნდა იყოს პირის ურთიერთდამოკიდებულება ქონების/მიწის მიმართ, მაგ: მესაკუთრეობა, მფლობელობა,დამქირავებლობა, მოიჯარეობა და ა.შ ((amicus curiae 26 ოქტომბერი 2017 „შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“, ვახტანგ ლეჟავა, რექტორი Committee on Economic, Social and Cultural Rights, general Comment 20, ‘non-Discrimination in Economic, Social and Cultural Rights’, Un Doc. E/C.12/gC/20, 10 June 2009, paras. 24-26, 35). 69. თუკი ევროპული სასამართლოსა და გაეროს მიერ გაკეთებულ განმარტებებს დავეყრდნობით, საერთაშორისო დონეზე „ქონებრივი და წოდებრივი“ ნიშანი მოცემულ საქმეში სახეზე არ არის, რადგან ამ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს პირის რაიმე ტიპის შემხებლობა ქონებასთან, არამედ ზოგადად მის ქონებრივ მდგომარეობასთან, მის ეკონომიკურ პირობებთან. 70. თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/477). 71. ქონებრივ მდგომარეობაში არ ვგულისხმობთ იმ გარემოებას, რომ წიაღით მოსარგებლეს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს კომპენსაციის ოდენობის დასაძლევად და განაშენიანების მსურველს ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში, წიაღით მოსარგებლე და განაშენიანების მსურველი ქონებრივი სტატუსის მატარებელია, მათი უფლებერივი მდგომარეობის გამო, რომლებიც შემდგომში ქონებრივ უფლებებში აისახება და განსაზღვრავს მათ ქონებრივ სტატუსს. სასამართლოს ვთხოვთ ამ საკითხზე მსჯელობისას გაითვალისწინოს, რომ საქართველოში არ გვაქვს კონკრეტული მკაფიოდ განსაზღვრული, რაიმე სამართლებრივი აქტით დადგენილი ქონებრივი მდგომარეობის რანჟირების სქემა. ქონებრივი მდგომარეობა დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე და შეფასება უნდა მოხდეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. მოცემული განმარტების საშუალებას დამატებით გვაძლევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სადაც სასამართლომ განმარტა, „იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. ქონებრივი მდგომარებასთან მიმართებითაც სწორედ მსგავსი ფართო განმარტება უნდა გამოვიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძნელდება ამ ნიშნით დიფერენცირების შემთხვევების იდენტიფიცირება. 72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს. “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება). 73. ვინაიდან წიაღით მოსარგებლესა და განაშენიანების მსურველს შორის დიფერენცირება მოხდა „ქონებივი“ ნიშნის საფუძველზე, ე.ი. კლასიკური, კონსტიტუციის მე-11 მუხლში პირდაპირ მითითებული ნიშნით, გამოყენებულ უნდა იქნეს „მკაცრი შეფასების ტესტი“. 74. მოცემულ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზნად შიძლება დასახელდეს სახელმწიფო რესურსები რაციონალური გამოყენება (სასამართლოსთვის განვმარტავთ, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით სადავოდ გამხდარი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს არ მიემართება აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი, რადგან ამ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფომ, კერძო პირზე, გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ფართობი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული არსებული განაშენიანებით, და მისთვის გასხვისებამდე ცნობილი იყო სასარგებლო წიაღისეულის საბადოს ან მისი გამოვლინების არსებობა. რადგან ეს ქმედება სახელმწიფომ განახორციელა მისი მხრიდან სრული ინფორმირებულობით და მასზე კონტროლ ქვეშ არსებული გადაწყვეტილებების შედეგად, ამ შემთხვევაში უკვე ვეღარ დავასახელებთ ლეგიტიმურ მიზნად რესურსების რაციონალურ გამოყენებას). 75. ჩვენი შეფასებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ვერ მტკიცდება აბსოლუტური აუცილებლობით. მიუხედავად აღნიშნულისა, რომც ჩავთვალოთ აბსოლუტური აუცილებლობა დასაბუთებულად, სადავო ნორმა მითითებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციული საშუალებას წარმოადგენს და იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას. შეუძლებელია წიაღით მოსარგებლესაც და განაშენიანების მსურველსაც დაუდგინო ერთიანი კომპენსაციის განაკვეთი და ეს შეზღუდვა შეფასდეს პროპორციულად. წიაღით მოსარგებლე უფრო მეტ საჯარო სიკეთეს ითვისებს და ხარჯავს ვიდრე განაშენიანების მსურველი, რომელიც იცავს კონკრეტულ საჯარო სიკეთეს (წიაღს) და ინახავს შემდგომი პოტენციური გამოყენებისთვის. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი („სასარგებლო წიარისეულისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: ხრეში, ქვიშა 1 მ3, 0.6 ლარი“) არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა