სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2026 წლის 10 ნოემბერს 12:00 საათზე განახლდება და 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა კონსტიტუციურ სარჩელზე №1979
2026 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979), გადაიდო ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აღნიშნული სხდომა განახლდება 10 ნოემბერს 12:00 საათზე. სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე