სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი სტრასბურგში

2023 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, ქ. სტრასბურგში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნის ცერემონიაში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე: „მოსამართლეთა მიერ დემოკრატიის დაცვა ადამიანის უფლებათა დაცვის მეშვეობით“. ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა თავმჯდომარეები, ასევე, ევროპის საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები.

სემინარის შემდეგ გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საზეიმო სხდომა, რა დროსაც დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე შიოფრა ოლეარიმ და იტალიის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სილვანა სკიარამ.

ღონისძიების პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე შიოფრა ოლეარისთან, ასევე მოსამართლე ლადო ჭანტურიასთან და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩთან, მუდმივ წარმომადგენელთან, თამარ ტალიაშვილთან.