სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.