09 დეკემბერი, 2005

კონფერენცია თემაზე “საკონსტიტუციო სასამართლოს როლი სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში”

გა­ეროს გა­ნვი­თა­რე­ბის პრო­გრა­მის პრო­ექტის “კო­ნსტი­ტუ­ცი­ური მა­რთლმსა­ჯუ­ლე­ბის გა­ნვი­თა­რება სა­ქა­რთვე­ლოში” და სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლო­ს მიერ მოეწყო კო­ნფე­რე­ნცია თე­მაზე “სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს როლი სა­ხე­ლმწიფო ხე­ლი­სუ­ფლე­ბის სი­სტე­მაში”, რო­მე­ლიც გა­იმა­რთა 2005 წლის 9 დე­კე­მბერს თბი­ლი­სში, სა­სტუ­მრო მე­ტე­ხში. კო­ნფე­რე­ნცია გა­ხსნა და შე­სა­ვალი სი­ტყვა წა­რმო­თქვა სა­ქა­რთვე­ლოს სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს თა­ვმჯდო­მა­რემ, ბატონმა ჯონი ხე­ცუ­რი­ანმა.

აღნი­შნულ კო­ნფე­რე­ნცი­აზე მო­წვე­ული იყვნენ რო­გორც ადგი­ლო­ბრივი, ისე უცხო­ელი ექსპე­რტები: ადა­მი­ანის უფლე­ბათა ევრო­პულ სა­სა­მა­რთლოში იტა­ლიის მთა­ვრო­ბის წა­რმო­მა­დგე­ნელი, ბატონი ფრა­ნჩე­სკო კრი­სა­ფული და სლო­ვე­ნიის სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს ანა­ლი­ტი­კური და სა­ერთა­შო­რისო თა­ნა­მშრო­მლო­ბის დე­პა­რტა­მე­ნტის უფროსი, ბატონი არნე მა­ვჩიჩი. მათ მო­ხსე­ნე­ბები გა­აკე­თეს ისეთ სა­კი­თხე­ბზე, რო­გო­რები­ცაა სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს როლი ადა­მი­ანის უფლე­ბე­ბის და­ცვის სფე­როში და სა­ხე­ლმწიფო ორგა­ნო­ებს შო­რის კო­მპე­ტე­ნციის თა­ობაზე და­ვე­ბის გა­ნხი­ლვა სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოში.

ქა­რთვე­ლმა მო­მხსე­ნე­ბე­ლმა, სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს აპა­რა­ტის უფრო­სმა, ქალბატონმა ქე­თე­ვან ერე­მა­ძემ მო­ხსე­ნება გა­აკეთა თე­მაზე სა­ხე­ლმწიფო ხე­ლი­სუ­ფლე­ბის ორგა­ნო­ები – მხა­რე­ები სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოში. სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოსა და სა­ერთო იუ­რი­სდი­ქციის სა­სა­მა­რთლო­ების ურთი­ერთდა­მო­კი­დე­ბუ­ლების პრობლემატიკა გა­ნი­ხილა სა­ქა­რთვე­ლოს სა­კო­ნსტი­ტუ­ციო სა­სა­მა­რთლოს თა­ვმჯდო­მა­რის მო­ადგი­ლემ, პი­რველი კო­ლე­გიის თა­ვმჯდო­მა­რემ, ბატონმა ბე­სა­რიონ ზო­იძემ.  მო­ხსე­ნება თე­მაზე სა­კო­ნსტი­ტუ­ციო კო­ნტროლი სა­ერთა­შო­რისო ხე­ლშე­კრუ­ლე­ბე­ბსა და შე­თა­ნხმე­ბე­ბზე წაიკითხა სა­ქა­რთვე­ლოს პა­რლა­მე­ნტის წე­ვრმა, ქალბატონმა ირინე ქუ­რდა­ძემ.

რო­გორც კო­ნფე­რე­ნციის მო­ნა­წი­ლე­ებმა აღნი­შნეს, სა­მუ­შაო თე­მე­ბის ირგვლივ მე­ტად სა­ინტე­რესო მო­ხსე­ნე­ბები გა­კე­თდა. უცხო­ელი და ქა­რთველი ექსპე­რტე­ბის გა­მო­სვლებს თან სდე­ვდა სა­ინტე­რესო დი­სკუ­სიები, რომლის დროსაც წა­მო­იჭრა ორივე მხარისათვის ინფორმაციულად დატვირთული ბევრი პრობლემური სა­კი­თხი.