21 თებერვალი, 2009

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი კონფერენცია

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი კონფერენცია



   2009 წლის 21 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი კონფერენცია. 

  

   კონფერენციაში მონაწილეობდენენ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე თბილისისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები.



   კონფერენციაზე განიხილეს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი კონცეფციები.

   კონფერენციის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი. 
  

 

ფოტო გალერეა...