ევა გოცირიძე

 
 
დაიბადა 1963 წლის 7 ივლისს თბილისში
 
განათლება, აკადემიური და სხვა კვალიფიკაცია
 
დაამთავრა ივ. ჯავახიშვულის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი (წარჩინებით) (1987). სპეციალობა „სამართალმცოდნეობა);  
• იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალიზაცია: კონსტიტუციური სამართალი (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადისერტაციო შრომა „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (კონსტიტუციური დილემები) (1998);  
• საერთაშორისო სამართლის დოქტორი ("Magna Cum Laude"), სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი; სადისერტაციო შრომა : „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში (სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით") (2006);  
• აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2016);
• საადვოკატო ლიცენზია (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით), (2010).
 
სტაჟირება და ტრეინინგი
 
• სამეცნიერო სტაჟირება: უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიჩიგანი, აშშ, 1996-97); ქ. ჰანოვერის ფედერალიზმის ინსტიტუტში (1998); ევროპის სამართლის აკადემიაში (ტრირი, გერმანია, 2007), TACIS-ის მენეჯმენტის კურსი (თბილისი 1996); ინგლისური ენის სპეციალური კურსი (უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიჩიგანი, აშშ, (1996-97); ტრეინინგი: ესპანეთის მართლმსაჯულების მთავარ საბჭოში (მადრიდი, 2015); სამოსამართლო ქცევის კალიფორნიის კომისიაში, (სან-ფრანცისკო, 2013); საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოების ავუეთა (Avoués) ეროვნულ პალატაში (პარიზი, 2014); დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (2014); ისრაელის უმაღლეს სასამართლოსა და ქნესეთში (2009) და სხვ.; OSCE, TACIS, ABA, ERA და" შტატის სასამართლოთე ეროვნული ცენტრის" (The National Centre of State Courts) (აშშ) საერთაშორისო სერთიფიკატები;
 
ძირითადი პროფესიული საქმიანობა  
 
• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2013-2017) და (1997-2000).  
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი სასამართლოს იურისპრუდენციის დამუშავებისა და თარგმნის საკითხებზე (HRTF translations project), (2007-2013);  
• დამცველი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების საკითხებზე (2009-2013), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2010-1013);  
• საქართველოს უზენაესი სასამართლო: (მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში (2005-2006), ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი (2000-2005); სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი (1996-1997); უფროსი კონსულტანტი (1992-1996);  
• საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდანიციო საბჭოს წევრი (2013 წლიდან დღემდე);  
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი (1994-1997);  
• ჟურნალ „მართლმსაჯულების მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი ( 1995-1999);  
 
 ლექციები და პედაგოგიური საქმიანობა  
 
• საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი: საკონსტიტუციო სამართალი, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალი (2012 წლიდან);  
• იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მასწავლებელი: (2016 წლიდან)  
• ადამიანის უფლებათა ეროვნული მწრთნელი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში (2015);  
• საჯარო ლექციები უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ) (1997), თბილისის სასულირო აკადემიაში (2015-16), თავისუფალ უნივერსიტეტში (2017) და სხვა;
 
 
პუბლიკაციები  
 
a) 7 წიგნი:
 
➢ „ჩვენი კონსტიტუცია, კომენტარი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი", (თბილისი, 2015);  
➢ „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსტიტუციური დილემები", (თბილისი, 2013);
➢ „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი", მე-2 თავი, კონსტიტუციონალიზმის ცენტრი, (თანაავტორობით); GIZ, (2013); 
➢ "სიცოცხლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით" (თბილისი, 2006);  
➢ „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში" (თბილისი, 2006);
➢ „მიზეზობრიობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში" (თბილისი, 2005
➢ „გამოხატვის თავისუფლება აშშ-სა და კანადის საკონსტიტუციო სამართალსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი)" (თბილისი, 2004).
 
b). სტატიები : 100 ზე მეტი სამეცნიერო სტატია, რომლებიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს 6 ქვეყანაში სხვადასხვა ენაზე.
 
c). თარგმანები :  
➢ ადამიანის უფლებათა ევროპილი კონვენცია და მისი ოქმები (თბილისი, 2005); ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (no R (94)12) „მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა და როლი" და „მოსამართლეთა სტატუტის ევროპული ქარტია" (2001). ყველა მათგანი გამოქვეყნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის ლუციუს ვილდჰაბერის წინასიტყვაობით;
 
➢ 6 კრებული ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების თარგმანებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია შესაბამისი ანალიზითა და რეკომენდაციებით (სულ 204 საქმე).  
 

2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას  შეუდგა  2018 წლის 12 იანვრიდან ფიცის დადების  დღიდან.

 
 ფლობს ინგლისურ, ფრანგული და რუსულ ენებს