ირინე იმერლიშვილი

დაიბადა 1971 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის აპარატის საქმის მწარმოებელი.

1995 – 1997 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში - საორგანიზაციო დეპარტამენტში სხდომების მომზადებისა და უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

1997 – 1998 წლებში იყო საქართველოს პარლამენტში საორგანიზაციო დეპარტამენტის დარბაზის სამსახურის უფროსი.

1998 - 2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი.

2000 წელს იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საკანონმდებლო საქმიანობის საკითხებში.

2000 – 2003 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2003 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მინიჭებული აქვს სპეციალური სახელმწიფო წოდება - იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2012-2013 წლებში იყო „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე “საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო - ხაზინადართა საბჭოს წევრი.

2012 – 2013 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრი (2012-2013).

2014-2016 წლებში იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივნად (2013-2016).

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 12 სექტემბერს № 230 ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა იმავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი