თეიმურაზ ტუღუში

დაიბადა 1976 წლის 15 სექტემბერს ქ. ლანჩხუთში.

1998 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა (1999), პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2004) და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (2006).

1999-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის გურიის სამსახურის უფროსი.

2003-2004 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსად.

2004-2005 წლებში იყო ფოთის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის განყოფილების უფროსის მოადგილე.

2005-2006 წლებში იყო თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად.

მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად (2006-2010), უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (2010-2014), სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსად (2014-2016).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 20 სექტემბრის №20/პლ დადგენილებით თეიმურაზ ტუღუში დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2016 წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან კი შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2016  წლის  2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს