ოთარ ბენიძე

დაიბადა 1951 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 

1981 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს განყოფილების გამგედ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

1992 წლის მაისიდან იყო აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი.

1994 წელს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება. 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

1996 წლის 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

1996 წლის 15 აგვისტოს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

1996 წლის 6 ოქტომბერიდან 2004 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით არჩეული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოადგილედ და საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე, ქალ-ვაჟი და ორი შვილიშვილი.