01 სექტემბერი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ.

28 აგვისტო, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

ბატონი კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? 

27 აგვისტო, 2016

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

საკნსტიტუციო სასამართლოს 20 წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით.

10 აგვისტო, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება

ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთდა საკმარისად ცხადი განცხადებები სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თითოეულმა ჩვენგანმა გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.

06 აგვისტო, 2016

მოსამართლეების კ. ვარძელაშვილის, ქ. ერემაძისა და მ. კოპალეიშვილის განცხადება

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენს ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაცია, მათ მიმართ მუქარისა და შურისძიების მცდელობა, იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე განხორციელებული ზეგავლენის ფაქტებს უკავშირდებოდა.

02 აგვისტო, 2016

მოსამართლეების ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავას განცხადება

ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ საჯაროდ გაკეთებული გაცხადებები, შესაძლოა გამოყენებული იქნეს სხვადასხვა ჯგუფების მიერ პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით. აღნიშნულმა შესაძლოა დააზიანოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი, ნეგატიურად აისახოს მის საქმიანობაზე და ამდენად, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანად განხორციელებას. 

31 ივლისი, 2016

მოსამართლეების: ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადება ე.წ კაბელების სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სარჩელის დაზუსტება და განვრცობა განხორციელდა რეგისტრაციის პროცესში, ერთი სამუშაო დღის განმავლობაშიხოლო დაზუსტებული სარჩელის ელექტრონული ვერსია, სარჩელის რეგისტრაციიდან მეორე დღეს (4 ივნისს), გაეგზავნა პირველ კოლეგიას ელექტრონული ფოსტით. მიმდინარე წლის 6 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, მოსამართლე მერაბ ტურავას მონაწილეობით, ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას.

30 ივლისი, 2016

მოსამართლეების: ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს, მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს პოლიტიკურად დამუხტული სარჩელების განხილვა. 20 წლის  განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო, ამ თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა და გულწრფელად მიგვაჩნია, რომ სასამართლო, ყოველ ჯერზე, ღირსეულად უმკლავდებოდა მისი კონსტიტუციური მანდატის მიზნობრივად განხორციელების რთულ და საინტერესო ამოცანას.

21 ივლისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

აღნიშნული განცხადების შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით - პრემიერ-მინისტრთან.