30 ივლისი, 2016

მოსამართლეების: ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს, მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს პოლიტიკურად დამუხტული სარჩელების განხილვა. 20 წლის  განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო, ამ თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა და გულწრფელად მიგვაჩნია, რომ სასამართლო, ყოველ ჯერზე, ღირსეულად უმკლავდებოდა მისი კონსტიტუციური მანდატის მიზნობრივად განხორციელების რთულ და საინტერესო ამოცანას.

21 ივლისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

აღნიშნული განცხადების შემდეგ შედგა სატელეფონო საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით - პრემიერ-მინისტრთან.

13 ივნისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

10 ივნისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, იუსტიციის მინისტრი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ პირველი კოლეგიის წევრებს აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგიის ოთხივე წევრი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ იმავე საჯარო სტრუქტურებში, სადაც ბატონი ნიკა გვარამია. აბსოლუტურად გაუგებარია, რა ნიშნით გამოყო ქ-მა წულუკიანმა პირველი კოლეგია, რომლის სამ მოსამართლეს არასდროს ჰქონია სამსახურებრივი ან ახლო პირადი კავშირი ბ-ნ ნიკა გვარამიასთან. 

28 მაისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

17 მაისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლო თავის კომპეტენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავი შეიკავოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისგან

22 აპრილი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას.

11 მარტი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, ახსოვს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული არაკორექტული და გაუწონასწორებელი არაერთი განცხადება.

26 იანვარი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საკონსტიტუციო სასამართლო შეშფოთებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული ტენდენციური და უპასუხისმგებლო განცხადებით.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი რეფორმა თითქოს  განპირობეულია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს არ აქვს  განსხვავებული აზრის გამოთქმის გარანტირებული უფლება.