ახალი ამბები

12 ივნისი, 2019

საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სადავო ნორმის თანახმად, თუ დადგენილი წესით სამჯერ ჩატარებული აუქციონი (პირველი აუქციონი და ორი განმეორებითი აუქციონი) უშედეგო აღმოჩნდა და მოვალის ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მასზე არ დაიშვება განმეორებით ყადაღის დადება.

10 ივნისი, 2019

„ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

სადავო ნორმების მიხედვით, პირის მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლა. ამასთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდება ყოფილი მოსამართლე, რომელიც თანამდებობაზე განწესებული იყო კონკურსის წესით.

07 ივნისი, 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კონსტიტუციური სარჩელები

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

06 ივნისი, 2019

„სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1355 და №1389)

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდება პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ამავე კატეგორიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. ამავდროულად, სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება პროკურორის დადგენილება დაზარალებულისათვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ.