ახალი ამბები

20 ივლისი, 2016

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო ოლქების საზღვრები წარმოადგენს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ე.წ. „ჯერიმანდერინგის“ შემთხვევას.

19 ივლისი, 2016

ა.წ. 19 ივლისს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე„ომარ ჯორბენაძე პარლამენტის წინააღმდეგ“ (658) გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა.

ა.წ. 19 ივლისს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე„ომარ ჯორბენაძე პარლამენტის წინააღმდეგ“ (658) გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა.

15 ივლისი, 2016

იან კელი და იანუშ ჰერმანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ.

"საკონსტიტუციო სასამართლო ქართული დემოკრატიის სიმბოლოა და ევროკავშირი მხარს უჭერს კანონის უზენაესობას. პროგრესი, რომელმაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია, საკონსტიტუციო სასამართლოს დამსახურებაცაა" - იანუშ ჰერმანი

15 ივლისი, 2016

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა

"საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობდა და თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

14 ივლისი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვივნენ უნგრეთის, იტალიისა და ესტონეთის ელჩები

უნგრეთის ელჩმა შანდორ საბომ   უნგრეთის მთავრობის მოსაწვევი გადასცა გიორგი პაპუაშვილს და  მიიწვია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების შეხვედრაზე, რომლთაც საკუთარ ქვეყნებში უმაღლეს კარიერულ წინსვლას მიაღწიეს.