ახალი ამბები

20 ნოემბერი, 2017

20 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტისა და სომხეთის სომხურ-რუსული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების დოქტორანტურის სტუდენტებსა და სასამართლოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა

20 ნოემბერს ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გერმანიის თუბინგენის უნივერსიტეტისა და სომხეთის სომხურ-რუსული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების დოქტორანტურის სტუდენტებსა და სასამართლოს თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც „გაერთიანებული სამუშაო სემინარის (workshop) გერმანიის, საქართველოს და სომხეთის დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტებისათვის" ფარგლებში გაიმართა, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა გიორგი სულხანიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების თავისებურების შესახებ ისაუბრა.
 
გაერთიანებული სემინარის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს მისცეს მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების კომპარატივისტული სწავლების შესაძლებლობა და დაეხმაროს მათ თავიანთი უნარ-ჩვევების განვითარებაში აკადემიური წერის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტებს უკვე უმასპინძლა (2017 წლის მარტი - აპრილი) გერმანულმა მხარემ თუბინგენის უნივერსიტეტში. გარდა საუნივერსიტეტო სწავლებისა, ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელისუფლებო შტოების მნიშვნელოვანი რგოლები, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლ