ახალი ამბები

24 ოქტომბერი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებიან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებიან, ისინი საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს, მოლდოვის, ლიტვის და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაში: რეგიონალური გამოწვევები" მონაწილეობენ.
 
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და ისაუბრა კანონის უზენაესობის პრინციპის მნიშვნელობასა და როლზე კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ლიტვის, უკრაინისა და მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მიმდინარე რეფორმებს, საკონსტიტუციო სასამართლოების როლს კანონის უზენაესობის პრინციპის უზრუნველყოფაში. ლიტვის პრეზიდენტმა დაადასტურა სრული მხარდაჭერა საკონსტიტუციო სასამართლოების მიმართ და გამოთქვა მზაობა გაგრძელდეს პარტნიორული თანამშრომლობა ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
 
25 ოქტომბერს ვილნიუსში ქართული დელეგაცია დაესწრება ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ოფიციალურ საზეიმო მიღებას, რომელსაც ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი უმასპინძლებს.