ახალი ამბები

14 ივლისი, 2017

დღეს, 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ქრისტიან ურსეს საკონსტიტუციო სასამართლოში უმასპინძლა

დღეს, 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ქრისტიან ურსეს უმასპინძლა საკონსტიტუციო სასამართლოში.

საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებას რომელშიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ცვლილებები.

ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო სარჩელებისა და წარდგინებების მნიშვნელოვან ზრდაზე, რაც საზოგადოებაში საკონსტიტუციო სასამართლოს როლის მნიშვნელობაზე მიუთითებს.