ახალი ამბები

27 ოქტომბერი, 2015

გიორგი პაპუაშვილი ლიტვის კონსტიტუციის 23-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ა.წ. 25-27 ოქტომბერს ვილნიუსში, ლიტვის კონსტიტუციის 23-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო. ოფიციალური მიღება ქ. ვილნიუსის მერიაში გაიმართა. სტუმრებს მიმართეს ლიტვის პრეზიდენტმა, პრემიერმა, სეიმის სპიკერმა, იუსტიციის მინისტრმა და ვილნიუსის მერმა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გიორგი პაპუაშვილი.


ვიზიტის ფარგლებში, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს ლიტვის სეიმის სპიკერმა, ლორეტა გრაუჟინენემ პარლამენტში უმასპინძლა. მოგვიანებით კი ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოში შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის შექმნის მემორანდუმს.