ახალი ამბები

09 ნოემბერი, 2017

საჯარო დისკუსია- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის საქმე)

8 ნოემბერს, თბილისში სასტუმრო IOTA -ში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან მაისურაძემ მონაწილეობა მიიღეს საჯარო დისკუსიაში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისსაქმე), რომელიც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზატორობით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ ტუღუში მოწვეულ სტუმრებს გადაწყვეტილებით დადგენილი კონსტიტუციური სამართლის სტანდარტებზე ესაუბრა.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდნენ: დავით ზედელაშვილი, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ბათლიძე, BLC საქართველო პარტნიორი, თბილისისთავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი; ვანო გოგელია, „PwC საქართველო" იურიდიული სამსახურის უფროსი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები, ექსპერტები და სტუდენტები.

საჯარო დოსკუსიის ფორმატს მხარს უჭერს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამა (GIZ)