ახალი ამბები

28 ნოემბერი, 2017

საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება ე.წ. „ოტსტუპნიკების“ საქმეზე რეგისტრირებული N860 კონსტიტუციური სარჩელის “საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განხილვის სხდომა.

მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები ართმევს მათ საკუთრების გამოსყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობის უფლებას, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს შეუძლია საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ობიექტი მისი ღირებულების 15%-დან 25%-მდე მესაკუთრისთვის გადახდის შემთხვევაში მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად სასამართლოს მეშვეობით. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.