ახალი ამბები

23 ოქტომბერი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრნენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში  გაემგზავრნენ, სადაც 24-25 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ  საერთაშორისო კონფერენციაში  „საქართველოს, მოლდოვის, ლიტვის   და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაში: რეგიონალური გამოწვევები“ .

ვილნიუსის საერთაშორისო კონფერენციაზე   სიტყვით გამოვა   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და ისაუბრებს  კანონის უზენაესობის  პრინციპის მნიშვნელობასა და როლზე კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ოფიციალური შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან.  

25 ოქტომბერს, ვილნიუსში  ქართული დელეგაცია  დაესწრება  ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  ოფიციალურ  საზეიმო მიღებას, რომელსაც ლიტვის რესპუბლიკის  სეიმის სპიკერი უმასპინძლებს.