ახალი ამბები

22 ოქტომბერი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს ერევნის XXII საერთაშორისო კონფერენციაში „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური კონფლიქტის გადალახვაში“, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლო ვენეციის კომისიის მხარდაჭერით მართავს.

კონფერენციაზე, რომელიც ოფიციალურად 19 ოქტომბერს გაიხსნება, საქართველოს გარდა მიწვეულნი არიან ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები. ღონისძიებას გახსნიან: სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გაგიკ არუთინიანი და ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰერდის კიერულფ-თორგეირსდოტირი.

ერევნის XXII საერთაშორისო კონფერენცია 21 ოქტომბერს დაიხურება.