ახალი ამბები

12 სექტემბერი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა საზაფხულო სკოლა თემაზე „საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი“

დღეს, 12 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა საზაფხულო სკოლა თემაზე „საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი“.

საზაფხულო სკოლა ტარდება ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება იენის ფრიდრიხ შილერისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით. პროქტის პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.

საზაფხულო სკოლისათვის შერჩეულ იქნა სამართლის მიმართულების 15 სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

სკოლის ფარგლებში სალექციო კურსებს წარუძღვებიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი სპეციალისტები ბერლინიდან, თიუბინგენიდან და იენიდან.

განხილულ იქნება საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის როგორც საფუძვლები, ასევე აქტუალური პრეცედენტები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკიდან.

საზაფხულო სკოლა 16 სექტემბერს დაიხურება, მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სიტყვით მიმართავს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატებს გადასცემს.