ახალი ამბები

13 სექტემბერი, 2018

საზაფხულო სკოლა „პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში“ დასრულდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში, რომელიც ოფიციალურად 10 სექტემბერს გაიხსნა.

დახურვის ცერემონიალზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკასტები გადასცა, მიულოცა წარმატებული სასწავლო კურსი და უსურვა წინსვლა პროფესიულ საქმიანობაში.

სტუდენტებს მიმართეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია ხანთაძემ და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ქრეიგ მარტინმა.  

საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. სკოლის მსმენელებმა 3 დღის განმავლობაში მოისმენეს ლექციები შემდეგ თემებზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; აშშ-ს და კანადის სასამართლოების პრაქტიკა.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ : საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნათია ხანთაძე, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი ეკატერინე ლომთათიძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული-პროფესორი დავით ზედელაშვილი და მოწვეული ლექტორი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ქრეიგ მარტინი.