საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ (2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, კრებულში მოცემულია საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, საქართველოს კანონი "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი. კრებული. კრებულში მოცემულია 2006 წლის 10-11 თებერვალს თბილისში ევროპული კომისიის "დემოკრატიისათვის სასამართლოს მეშვეობით” (ვენეციის კომისია) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მასალები თემაზე – "საარჩევნო უფლებებისა და პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში”, რომელშიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ გაკეთდა სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობათა ანალიზები.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის თაობაზე 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით – "კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში» (ქართულ და ინგლისურ ენებზე). წინამდებარე გამოცემაში მოცემულია სტატისტიკური მონაცემები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 1996-2004 წლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე მითითებულია იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს, ნორმატიული აქტების გასაჩივრების სიხშირე, ინფორმაცია კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომების მიხედვით, ასევე საქმეების არსებითი განხილვის შედეგები.

საინფორმაციო ბუკლეტი - "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო” (ქართულ და ინგლისურ ენებზე). ბუკლეტი ეხება შემდეგ საკითხებს: საქართველოს კონსტიტუციის მიღების მნიშვნელობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლოს სტრუქტურა და უფლებამოსილება, სასამართლოს საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ეტაპები. კრებული - «სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაცია”. კრებული მოიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციის «ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია)» ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო მეცნიერული და პრაქტიკული კონფერენციის მასალებს, რომლებიც ძირითადად ეხება სახელმწიფოს კონსტიტუციურ მოწყობას, მმართველობის ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემას და საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე პრობლემებს.