საინფორმაციო ბუკლეტი - "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო” (ქართულ და ინგლისურ ენებზე). ბუკლეტი ეხება შემდეგ საკითხებს: საქართველოს კონსტიტუციის მიღების მნიშვნელობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლოს სტრუქტურა და უფლებამოსილება, სასამართლოს საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ეტაპები. კრებული - «სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაცია”. კრებული მოიცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციის «ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია)» ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო მეცნიერული და პრაქტიკული კონფერენციის მასალებს, რომლებიც ძირითადად ეხება სახელმწიფოს კონსტიტუციურ მოწყობას, მმართველობის ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემას და საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე პრობლემებს.