• დოკუმენტის სტრუქტურა

    • 1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
    • 2. სასარჩელო მოთხოვნა
    • 3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
    • 4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
    • 5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
    • 6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.12.2019
      • N2/19/1382
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1382
ავტორ(ებ)ი თენგიზ ორჯონიკიძე
თარიღი 11 დეკემბერი 2018

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლით-პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.-

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საკონსტიტუციო სამართარლწაროების შესახებ კანონის“ მე-19 მუხლის „ე“ ქ/პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან:

ა) ფორმითა და შინაარსით შეესაბამდება საკონსტიტუციო სამართლწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ;

ე) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ, მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსულების სფეროს, სარჩელში მოყვანილი საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) სადაო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით არ გასაჩივრებულა;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში 2011 წლის 19 აპრილს მიღებული # 4562 ცვლილების მე-2 მუხლის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველის ნაწილის მოთხოვნასთან.

მე თენგიზ ორჯონიკიძე 1989 წლის 19 იანვარს პირთა ჯგუფთან ერთად ( გიორგი ქემოკლიძე, გივი კურუმბეგაშვილი, სოსო მამალაძე და ბერიძე) გასამართლებულ ვიქენი ქ. ქუთაისის ავტო-ქარხნის რაიონული სახალხო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 206 (3) პრიმა მუხლით და მომესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, მე 1988 წლის 05 დეკემბრიდან 1989 წლის 19 იანვრამდე ვიმყოფებოდი ციხეში. ბრალი დამედო მასში, რომ მოქალაქე ს. მამალაძეს, ქემოკლიძე და კურუმბეგაშვილთნ ერთად 1988 წლის 3-4 დეკემბერს მონაწილეობა მივიღეთ ჯგუფურ მოქმედებაში ზუგდიდში, სოფელ რუხში და წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე, ჩვენი მოქმდება დაკვალიფიცირდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა, რასაც მოჰყვა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.

ჩვენი მოქმედება მიმართული იყო კომუნისტური ხელისფულების შესუსტებისკენ, ჩვენ მივემართებოდით მერაბ კოსტავას მიერ 1988 წლის დეკემბერში ორგანიზებულ სანქცირებულ აქციაზე დასასწრებად, რაში კომუნისტურმა რეჟიმის წარმომადგებლებმა ხელი შეგვიშალეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი გასამართლებადა და დასჯა კომუნისტურ ეპოქაში დისიდენტების წინააღმდეგ საყოველთაოდ გამოყენებული მუხლი 206(3) პრიმა მუხლით აშკარად პოლიტიკური რეპრესია იყო.

ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩემთან ერთად გასამართლებული სოსო მამალაძე უკვე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2002 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, რაც კიდევ უფრო ზრდის და ამყარებს ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 28 თებერვლას ადმინისტრაციული სარჩელით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და შესაბამისი კომპენსაციის გადახდა, რაზეც სასამართლომ 2017 წლის 02 მარტის განჩინებით მითხრა უარი სარჩელის სასამართლოს წარმოებაში მიღების თაობაზე. აღნიშნული განჩინება ჩემს მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატში. 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ ძალაშ დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება იმ მოტივით, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (2011 წლის 19 აპრილის #4562-Iს საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებით) იმპერატიულად განისაზღვრა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, იმის გათვალისწინებით, რომ მე თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას მივმართე 2017 წლის 28 თებერვალს და სასარჩელო განცხადება წარვადგინე კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში 2011 წლის 19 აპრილს მიღებული # 4562 ცვლილების მე-2 მუხლით-პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებების მოთხოვნთა გათვალისწინებით მე შემეზღუდა ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება, კერძდ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, ადამიანებს მისცეს საშუალება მათი უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და ამით სოციალური კონფლიქტები მოაქციოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ სამართლებრივ პროცესებში, რაზეც უარი მეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის განჩინებებით. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამასთან, კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ მოიცავს პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის, მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენის მოთხოვნის, თავისი მოსაზრებების გამოთქმისა და პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის, მისი საქმის გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 19 აპრილს მიღებული # 4562 ცვლილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმა: „პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში », რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ