• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

რევაზ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1873
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი რევაზ რიჟამაძე
თარიღი 20 ივნისი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის წინადადება: ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება: ,,ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31​2 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის წინადადების - კონსტიტუციურ სარჩელში ,, არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომ თუკი მსჯავრდებული/ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფება ძებნაში, რომელზეც არ გაიცემა მოქალაქის პასპორტი, ხოლო პირადობის მოწმობა - მხოლოდ პირადად მოთხოვნის(გამოცხადების) შემთხვევაში, უფლება არ აქვს მოითხოვოს საკონსტიტუციო სარჩელის დარეგისტრირება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება: ,,ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი:

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 60. პუნქტი 4:

4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.

საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.

მუხლი 19. პუნქტი 1. ქვეპუნქტი ე):

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;

ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.

საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31.

საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 311 .

 

მუხლი 39. პუნქტი 1. ქვეპუნქტი ა):

1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ამოცანაა არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31​2 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის წინადადება - კონსტიტუციურ სარჩელში ,, არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომ თუკი მსჯავრდებული/ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფება ძებნაში, რომელზეც არ გაიცემა მოქალაქის პასპორტი, ხოლო პირადობის მოწმობა - მხოლოდ პირადად მოთხოვნის(გამოცხადების) შემთხვევაში, უფლება არ აქვს მოითხოვოს საკონსტიტუციო სარჩელის დარეგისტრირება, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებაში : ,,ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით“.

ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის წინადადება: ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პროკურორის გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში, იმგვარი განმარტება, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს არ აქვს უფლება გაასაჩივროს პროკურორის დადგენილება ბრალდებულის ძებნის შესახებ – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდგომ – სასამართლოში. აღნიშნული განმარტების სხვაგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ წინადადებას, რომლის მიხედვით ყოველ ადამიანს(მათ შორის მსჯავრდებულს) აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როცა პირის ირგვლივ ძებნის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილია უსაფუძვლოდ, ბრალდებულმა ხშირ შემთხვევაში არც კი იცის, რომ იგი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, არ მიეწოდება აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. ასევე პრაქტიკაში არ გამოირიცხება წინასასამართლო გამოძიების პროცესში ბრალდების მხრიდან პირის ხელოვნურად შეყვანა ძებნილთა სიაში, რათა ამით მას მოესპოს უფლების სრულფასოვნად და ამდენად ეფექტურად დაცვა, წინასასამართლო გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი გოგინავას, რომელიც იმყოფება ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მოქალაქის პასპორტის 10-წლიანი ვადა გავიდა 2024 წლის 14 აგვისტოს. მას ძებნასთან დაკავშირებით ვადა არ გაუგრძელდა და შესაბამისად არ გაიცა ახალი პასპორტი. პირადობის მოწმობა კი გაიცემა უშუალო გამოცხადებით, გ. გოგინავა უშუალოდ ვერ ცხადდება ქ. მადრიდში, ქართულ საკონსულოში, თავად იმყოფება სხვა ქალაქში, რაც მადრიდიდან 400 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მისი უფლებების დაცვის ღირსი ინტერესი შეუფერხებელ განხორცილებას მოითხოვს. იმ მიზეზით, რომ გიორგი გოგინავას პასპორტს ამოეწურა მოქმედების 10-წლიანი ვადა, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუჩერდა საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ეს გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო გიორგი გოგინავასთვის კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი(იხ.დანართი: საკონსტიტუციო სასამართლოს სარეგისტრაციო სამსახურის წერილი). ყოველივე მიუთითებს, რომ გიორგი გოგინავას უფლებების დაცვას, შესაბამისად ჩემს საადვოკატო საქმიანობას ამ მიმართებით, შეექმნა დაბრკოლება - მინდობილობის საფუძველზე, გიორგი გოგინავას სახელით განვახორციელო უფლება, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დასახელებული ნორმების იმგვარი განმარტება, რომელიც მსჯავრდებულს არ აძლევს უფლებას გაასაჩივრის პროკურორის დადგენილება ძებნის შესახებ ჯერ ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდეგ - სასამართლოში.

ის მოცემულობა, რომ მსჯავრდებულ გიორგი გიგინავას და მის ადვოკატს უფლება არ აქვთ გაასაჩივრონ როგორც ზემდგომ პროკურორთან, ისე სასამართლოში ძებნის შესახებ წინასასამართლო გამოძიების პროცესში საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება, წარმოადგენს ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს ადვოკატის მიერ საადვოკატო(პროფესიული) საქმიანობის განხორცილებისას იმ პირობებში, როცა მსჯავრდებული გ. გოგინავა ინფორმირებული არ იყო მისი ძებნის შესახებ და პირველივე შესაძლებლობისთანავე ადვოკატის მეშვეობით გაასაჩივრა პროკურორის დადგენილება მისი ძებნის შესახებ. თავის მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონში, სადავო ნორმის არსებობა, კერძოდ 38-ე მუხლის მე-15 ნაწილი მსჯავრდებულს აძლევს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. წინასასამართლო გამოძიების პროცესში საქმის მწარმოებელი ორგანოს და პროკურორის აპრიორი ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებს, თუნდაც იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, როცა ის კეთილსინდისიერად ამტკიცებს, რომ არ გააჩნდა ინფორმაცია მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ირგვლივ. შესაბამისად, მას უსამართლოდ მოსპობილი აქვს უფლებების დაცვის შესაძლებლობა წინასასამართლო გამოძიების, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპებზე, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში ასევე ბუნდოვანია და არარეგულირებულია, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მსჯავრდებულის მიერ დამატებით წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და შეუძლია თუ არა მას დაცვის მიზნით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, რას წარმოადგენს ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის სტანდარტი.

სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი ისეთივე მონაწილეა როგორიც ბრალდებული/მსჯავრდებული. მათი საპროცესო უფლებები ურთიერთგანპირობებულია: არ არსებობს ადვოკატის უფლება, საადვოკატო საქმიანობა, დაცვის უფლება ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების გარეშე. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის უფლების მოსპობა ამავდროულად გულისხმობს მსჯავრდებულის ადვოკატის უფლების მოსპობას, მონაწილეობა მიიღოს სამართალწარმოების გარკვეული მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულისათვის ძებნის დადგენილების გასაჩივრების უფლების არქონა გულისხმობს ადვოკატის უფლების მოსპობას ძებნის დადგენილების გასაჩივრების ფორმით დაიცვას მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესი და ამით არ შეფერხდეს ამ მიმართულებით დაცვის უფლებამოსილების განხორციელებაში.

მსჯავრდებულის(და ბრალდებულის) შეზღუდვა პროკურორის დადგენილების გასაჩივრებაში არაა კომპენსირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტით, რომელიც უთითებს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება. მითითებული მუხლის გ), დ) და ე) ქვეპუნქტები კი სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სპეციალურ წესს გულისხმობს: გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე; დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო; ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს

ამდენად, კანონმდებელი ერთის მხრივ უთითებს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის 297-ე მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, თუმცა მეორეს მხრივ კანონმდებელი დუმს, მაშასადამე, რა წესი უნდა იქნას გამოყენებული ამ ტიპის მსჯავრდებულთან მიმართებაში. რა სახის დაშვება შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ, რომ ლოგიკურად მივიდეთ იმ მსჯელობამდე, რომ ე.წ. ,,დაუსწრებელი მსჯავრდებული“ უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს ახალი მტკიცებულებები. აქ დაისმება შეკითხვა: რა სახის შეიძლება იყოს ეს მტკიცებულებები. ეს ვერ იქნება პირის გამოკითხბის ოქმი, რადგან ადვოკატს, ბრალდებულს პირის გამოკითხვა შეუძლია მხოლოდ წინასასამართლო გგამოძიების ეტაპზე. იგივე ეტაპზეა შესაძლებელი სხვა სახის მტკიცებულებათა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოპოვების პროცედურის წარმართვა. ამდენად, ,,დაუსწრებელ მსჯავრდებულს“ შეუძლია სააპელაციო სასამართლოს წარუდგინოს შემთხვევით ხელში ჩავარდნილი წერილობითი მტკიცებულება, რომლის ავთენტურობაც შეიძლება დადასტურდეს. მსჯავრდებული ვერ წარადგენს მოწმეს, ნივთიერ მტკიცებულებას, ინფორმაცია ავტომატური მართვის საშუალებებიდან(დეტალური ამონაწერი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორიდან და სხვა). ამდენად, ,,დაუსწრებელი მსჯავრდებული“ შეუქცევადად შეზღუდულია სამართალწარმოების არა მარტო ეტაპებით, არამედ მას არ გააჩნია მსჯავრდებისაგან თავის დაცვის არამარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული შესაძლებლობაც. ზემოთ დასახელებული ნორმა, სააპელაციო ინსტანციაში თითქოს ,,დაუსწრებელ მსჯავრდებულს“ უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ახალი მტკიცებულების წარდგენა/გამოკვლევა, რაც ადრე არ წარუდგენია და ამასთანავე არ ევალება ამტკიცოს უფრო ადრე წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი, უმოქმედოა. ამიტომ, ამგვარი წინააღმდეგობის აღმოფხრის ერთადერთ საშუალებად მიგვაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილი გაგებული უნდა იქნას იმგვარად, რომ ,,დაუსწრებელ მსჯავრდებულს“ უნდა მიეცეს უფლება გაასაჩივროს პროკურორის დადგენილება ძებნის შესახებ ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. შესაბამისად, თუკი გაუქმდება პირის ძებნის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება, ამ პირის მიმართ საქმე უნდა წარიმართოს წინასასამართლო გამოძიებიდან. საამისო საკანონმდებლო რეგულაციის მოდიფიცირება უნდა დაევალოს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. ამასთან, საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით(მე-5 ნაწილი). ამ ნორმის გაგება შესაძლებლია იმგვარად, რომ სისხლის სამართლის პროცესის თითოეულ სტადიას გააჩნია საჩივრის წარდგენის ინდივიდუალური წესი და არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, თითქოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება ჰქონდეს გაასაჩივროს უკვე განვლილ ეტაპზე მიღებული რაიმე საპროცესო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულისათვის უცნობია მისი ძებნის შესახებ, ამავდროულად განვლილია წინასასამართლო და პირველი ინსტაციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპები, ესპობა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასეთ ეფექტურ საშუალებას ,,დაუსწრებელ მსჯვრდებულს“ არ სთავაზობს და პროკურორის დადგენილებას პირის ძებნის შესახებ აპრიორი მიიჩნევს უმცდარობისა და ლეგიტიმურობის მეტრალურ საზომად. კანონი არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მხრიდან გამოცემული ასეთი დასკვნითი ხასიათის აქტს, რომელიც თავისი ფუნქციით გარდაქმნის ბრალდებულის საპროცესო უფლებებსა და მდგომარეობას და ვინიცობაა, პროკურორმა ბოროტად გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება - სათანადო წინაპირობების გვერდის ავლით პირდაპირ გამოაცხადოს პირის ძებნა, ბრალდებულს თავის დასაცავად, რათა მოიხსნას ძებნილის სტატუსი და აირიდის ამ სტატუსთან თანმყოფი საპროცესო უფლებების შეზღუდვა, არ გააჩნია რაიმე საპროცესო ინსტრუმენტი.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

გიორგი გოგინავას მიმართ საქმეზეN1/3246-15 თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 მაისს დაუსწრებლად გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ბრალდების საფუძველზე. საქართველოს პროკურატურის პროკურორის გიორგი გაგნიძის მიერ საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე, 2015 წლის 11 ივნისს გამოტანილი იქნა დადგენილება გიორგი გოგინავას მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. ამჟამად, გიორგი გოგინავას მიმართ ესპანეთის სამეფოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს საექსტრადიციო საქმის წარმოება. გიორგი გოგინავას მიზანს წარმოადგენს საქართველოსთვის გადმოცემაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მისთვის უცნობი იყო სისხლის სამართლის საქმეზე ძებნის გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას ყველა სახის/დონის სამართალწარმოებაში. ამასთან, იგი თვლის, რომ დანაშაულის ნიშნები მის ქმედებაში არაა და დაერღვა დაცვის ფუნდამენტური უფლება.

გ.გოგინავას ადვოკატმა 2025 წლის 4 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურორს გაუგზავნა შუამდგომლობა გიორგი გოგინავას მიმართ გამოცხადებული ძებნის გაუქმების მოთხოვნით. მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ გ. გოგინავას მიმართ ძებნის გამოცხადების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი არ არსებობობდა, გ. გოგინავა გამოძიების წარმოებს პროცესში არ ყოფილა ინფორმირებული მისი გამოკითხვისა და მასთან სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ირგვლივ. გენერალური პროკურორისგან ამ შუამდგომლობაზე პასუხი არ მიგვიღია, რის გამოც პროკურატურის ამგვარი ქმედება ჩვენი მხრიდან გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში(იხ. დანართი:N12). თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის 03 აპრილს მივიღეთ პასუხი, რასაც ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი და არა მოსამართლე, სადაც აღნიშნული პირი იძლევა განმარტებას, რომ ძებნის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოში არ საჩივრდება. ამასთან, საქმის განხილვა დასრულებულია, განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და აქედან გამომდინარე სასამართლო საჩივრებს აღარ განიხილავს. მაშასადამე შეიქმნა გარემოება, როცა გიორგი გოგინავას და მის ადვოკატს მოესპოთ შესაძლებლობა სრული უფლებით დაიცვას თავი, მათ შორის გააპროტესტოს მის მიმართ ძებნის გამოცხადება და ამით დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ძებნის გამოცხადებით მას არაობიექტურად მოესპო სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ გამოძიებასა და 3(სამი) ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის შესაძლებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ძებნილი პირის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლოს გამატყუნებელი განაჩენის გადასინჯვის წესს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ძებნილ მსჯავრდებულს შეუძლია მხოლოდ ამ განაჩენის გასაჩივრება, რომლის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან. შესაბამისად, გაუმართლებელია გიორგი გოგინავას მოესპოს საქმის ხელახლა გამოძიებისა და პირველი ინსტანციით მოსმენის უფლება, ვინაიდან, ის არ იყო ინფორმირებული მის მიმართ სამართალწარმოების მიმდინარეობის თაობაზე და შესაბამისად, მას არ უნდა მოესპოს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობა(იხ. დანართიN6: პროკურორის დადგენილება გ.გოგინავას მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ). აღნიშნულ გარემოებას თავის მხრივ ადასტურებს პროკურორის დადგენილების შინაარსი გ.გოგინავას მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე, სადაც არაფერია ნათქვამი, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები დაედო საფუძვლად ასეთ გადაწყვეტილებას. ეს კი გ.გოგინავას ასევე უსპობს სამართლიანი სასამართლოს მიღების უფლებას; ის არ იმსახურებს შეზღუდვას უფლებებში, ასეთი შეიძლება გამართლებული ყოფილიყო, თუკი ის შეგნებულად თავს აარიდებდა გამოძიებას და სასამართლოს. ვინაიდან ქართული სახელმწიფო ვერ იძლევა გარანტიას, რომ გიორგი გიგინავას მიმართ საქმე გადაისინჯება და მას მიეცემა შესაძლებლობა დასაწყისიდან დასასრულამდე, სამართალწარმოების ყველა ეტაპზე შეძლოს და ისარგებლოს დაცვის უფლებით; უშუალო მონაწილეობით მოიპოვოს საჭირო მტკიცებულებები(ხანდაზულობის მიზეზით მტკიცებულებათა განადგურების გამო ამის შესაძლებლობა ბუნებრივადაც მოსპობილი ექნება). გიორგი გოგინავას ქართული მხარისათვის გადაცემა გამოიწვევს მისი უფლებების განუხორციელებლობას, არსებითად და გამოუსწორებლად დარღვევას, ხოლო ქართული სახელმწიფო ვერ მისცემს გარანტიას ესპანეთის სამეფოს, რათა დაარწმუნოს საწინააღმდეგოში, რადგან საქართველოს კანონმდებლობა გიორგი გოგინავას უტოვებს მხოლოდ აპელაციითა და კასაციით მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს(როგორც პირველი ინსტანციის) მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლებებს. აქედან გამომდინარე, გიორგი გოგინავას ქართული სახელმწიფოსთვის გადაცემით, მოესპობა ორ რგოლში(ინსტანციით) საკუთარი საქმის გარჩევის შესაძლებლობა(წინასასამართლო გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში). ასეთი დაუბალანსებელი ვითარება უფრო ექსპრესიული ჩანს იმ ფონზე, როცა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ბრალდებულის დაცვის უფლების წარმოშობას მის მიმართ ბრალდების წაყენებას უკავშირებს; სწორედ ბრალდების წაყენების მომენტიდან (და არა უფრო ადრე) აღიჭურვება ბრალდებული და მისი ადვოკატი დაცვის საგამოძიებო უფლებამოსილებებით, ანუ მტკიცებულების მოპოვებისა და ამ მიმართულებთ სასამართლოს მხარდაჭერისა და კონტროლის იმავე სტანდარტით, რითაც სარგებლობს საჯარო გამოძიება. აქ უპირატესობა საჯარო გამოძიებას მინიჭებული აქვს იმითაც, რომ სანამ პირი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში არ მიეცემა, მას (ბრალდებულს) სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება არ გააჩნია; ასევე არ გააჩნია საწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვების უფლებაც, ანუ ეფექტურად ვერ იცავს თავს, რადგან მას აქვს მოწმის და არა ბრალდებულის სტატუსი, ხოლო მოწმეს არ აქვს უფლება დამოუკიდებლად (საჯარო გამოძიების გარეთ) მოიპოვოს მტკიცებულება და დააყენოს შუამდგომლობა ეს მტკიცებულება სასამართლომ უშუალოდ, პროკურატურისაგან დამოუკიდებლად დაუშვას საქმეში.

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ფორმალურად ითვალისწინებს ძებნილი ბრალდებულის მხრიდან მის დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო განაჩენის სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას(სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა სასამართლოში საქმის წარმოების დროს დაუშვებელია რაიმე მტკიცებულების წარდგენა იქედან გამომდინარე, რომ ბრალდებულის ძებნაში ყოფნა არ ხვდება ნორმათა იმ ჩამონათვალში, რაც მტკიცებულების პირდაპირ სასამართლოში წარდგენისას საპატიო მიზეზად იქნება მიჩნეული და დაშვებული იქნება მისი საქმეზე დართვა და შემდგომში - გამოკვლევა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები) დ) ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. ამდენად, თუკი წინამდებარე სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურდა იქნება ცნობილი ნორმა, რომელიც გამორიცხავს ძებნის შესახებ პროკურორის დადგენილების გასაჩივრებას მსჯავრდებულის(ან/და ბრალდებულის) მხრიდან, გ. გოგინავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადასინჯვას დაექვემდებარება, რაც საშუალებას მისცემს მას სრულფასოვანი, თანაბარი მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართალწარმოებაში, როგორსაც იგი მიიღებდა, მასზე ძებნა რომ არ გამოცხადებულიყო.

წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ამოცანაა არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31​2 -ე მუხლის 1-ლი პუნქტის წინადადება - კონსტიტუციურ სარჩელში ,, არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომ თუკი მსჯავრდებული/ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფება ძებნაში, რომელზეც არ გაიცემა მოქალაქის პასპორტი, ხოლო პირადობის მოწმობა - მხოლოდ პირადად მოთხოვნის(გამოცხადების) შემთხვევაში, უფლება არ აქვს მოითხოვოს საკონსტიტუციო სარჩელის დარეგისტრირება, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებაში : ,,ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით“.

ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის წინადადება: ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პროკურორის გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში, იმგვარი განმარტება, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს არ აქვს უფლება გაასაჩივროს პროკურორის დადგენილება ბრალდებულის ძებნის შესახებ – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდგომ – სასამართლოში. აღნიშნული განმარტების სხვაგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ წინადადებას, რომლის მიხედვით ყოველ ადამიანს(მათ შორის მსჯავრდებულს) აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან.

პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როცა პირის ირგვლივ ძებნის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილია უსაფუძვლოდ, ბრალდებულმა ხშირ შემთხვევაში არც კი იცის, რომ იგი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, არ მიეწოდება აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. ასევე პრაქტიკაში არ გამოირიცხება წინასასამართლო გამოძიების პროცესში ბრალდების მხრიდან პირის ხელოვნურად შეყვანა ძებნილთა სიაში, რათა ამით მას მოესპოს უფლების სრულფასოვნად და ამდენად ეფექტურად დაცვა, წინასასამართლო გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი გოგინავას, რომელიც იმყოფება ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მოქალაქის პასპორტის 10-წლიანი ვადა გავიდა 2024 წლის 14 აგვისტოს. მას ძებნასთან დაკავშირებით ვადა არ გაუგრძელდა და შესაბამისად არ გაიცა ახალი პასპორტი. პირადობის მოწმობა კი გაიცემა უშუალო გამოცხადებით, გ. გოგინავა უშუალოდ ვერ ცხადდება ქ. მადრიდში, ქართულ საკონსულოში, თავად იმყოფება სხვა ქალაქში, რაც მადრიდიდან 400 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მისი უფლებების დაცვის ღირსი ინტერესი შეუფერხებელ განხორცილებას მოითხოვს.

იმ მიზეზით, რომ გიორგი გოგინავას პასპორტს ამოეწურა მოქმედების 10-წლიანი ვადა, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუჩერდა საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ეს გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო გიორგი გოგინავასთვის კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი(იხ. დანართი: საკონსტიტუციო სასამართლოს სარეგისტრაციო სამსახურის წერილი).

ყოველივე მიუთითებს, რომ გიორგი გოგინავას უფლებების დაცვას, შესაბამისად ჩემს საადვოკატო საქმიანობას ამ მიმართებით, შეექმნა დაბრკოლება - მინდობილობის საფუძველზე, გიორგი გოგინავას სახელით განვახორციელო უფლება, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დასახელებული ნორმების იმგვარი განმარტება, რომელიც მსჯავრდებულს არ აძლევს უფლებას გაასაჩივრის პროკურორის დადგენილება ძებნის შესახებ ჯერ ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდეგ - სასამართლოში.

საქართველოს კანონის ,,ადვოკატთა შესახებ“ მე-2 მუხლი განმარტავს , რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

ის მოცემულობა, რომ მსჯავრდებულ გიორგი გოგინავას და მის ადვოკატს უფლება არ აქვთ გაასაჩივრონ როგორც ზემდგომ პროკურორთან, ისე სასამართლოში ძებნის შესახებ წინასასამართლო გამოძიების პროცესში საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება, წარმოადგენს ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს ადვოკატის მიერ საადვოკატო(პროფესიული) საქმიანობის განხორცილებისას იმ პირობებში, როცა მსჯავრდებული გ. გოგინავა ინფორმირებული არ იყო მისი ძებნის შესახებ და პირველივე შესაძლებლობისთანავე ადვოკატის მეშვეობით გაასაჩივრა პროკურორის დადგენილება მისი ძებნის შესახებ. თავის მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონში, სადავო ნორმის არსებობა, კერძოდ 38-ე მუხლის მე-15 ნაწილი მსჯავრდებულს აძლევს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. წინასასამართლო გამოძიების პროცესში საქმის მწარმოებელი ორგანოს და პროკურორის აპრიორი ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ ასაჩივრებს, თუნდაც იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, როცა ის კეთილსინდისიერად ამტკიცებს, რომ არ გააჩნდა ინფორმაცია მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ირგვლივ. შესაბამისად, მას უსამართლოდ მოსპობილი აქვს უფლებების დაცვის შესაძლებლობა წინასასამართლო გამოძიების, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპებზე, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში ასევე ბუნდოვანია და არარეგულირებულია, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მსჯავრდებულის მიერ დამატებით წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და შეუძლია თუ არა მას დაცვის მიზნით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები, რას წარმოადგენს ამ პირობებში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის სტანდარტი.

სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი ისეთივე მონაწილეა როგორიც ბრალდებული/მსჯავრდებული. მათი საპროცესო უფლებები ურთიერთგანპირობებულია: არ არსებობს ადვოკატის უფლება, საადვოკატო საქმიანობა, დაცვის უფლება ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების გარეშე. შესაბამისად, მსჯავრდებულისათვის უფლების მოსპობა ამავდროულად გულისხმობს მსჯავრდებულის ადვოკატის უფლების მოსპობას, მონაწილეობა მიიღოს სამართალწარმოების გარკვეული მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულისათვის ძებნის დადგენილების გასაჩივრების უფლების არქონა გულისხმობს ადვოკატის უფლების მოსპობას ძებნის დადგენილების გასაჩივრების ფორმით დაიცვას მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესი და ამით არ შეფერხდეს ამ მიმართულებით დაცვის უფლებამოსილების განხორციელებაში.

წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველ წინადადებასთან.

მსჯავრდებულის(და ბრალდებულის) შეზღუდვა პროკურორის დადგენილების გასაჩივრებაში არაა კომპენსირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტით, რომელიც უთითებს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება. მითითებული მუხლის გ), დ) და ე) ქვეპუნქტები კი სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სპეციალურ წესს გულისხმობს: გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე; დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო; ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს

ამდენად, კანონმდებელი ერთის მხრივ უთითებს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის 297-ე მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, თუმცა მეორეს მხრივ კანონმდებელი დუმს, მაშასადამე, რა წესი უნდა იქნას გამოყენებული ამ ტიპის მსჯავრდებულთან მიმართებაში. რა სახის დაშვება შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ, რომ ლოგიკურად მივიდეთ იმ მსჯელობამდე, რომ ე.წ. ,,დაუსწრებელი მსჯავრდებული“ უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს ახალი მტკიცებულებები. აქ დაისმება შეკითხვა: რა სახის შეიძლება იყოს ეს მტკიცებულებები. ეს ვერ იქნება პირის გამოკითხბის ოქმი, რადგან ადვოკატს, ბრალდებულს პირის გამოკითხვა შეუძლია მხოლოდ წინასასამართლო გგამოძიების ეტაპზე. იგივე ეტაპზეა შესაძლებელი სხვა სახის მტკიცებულებათა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე მოპოვების პროცედურის წარმართვა. ამდენად, ,,დაუსწრებელ მსჯავრდებულს“ შეუძლია სააპელაციო სასამართლოს წარუდგინოს შემთხვევით ხელში ჩავარდნილი წერილობითი მტკიცებულება, რომლის ავთენტურობაც შეიძლება დადასტურდეს. მსჯავრდებული ვერ წარადგენს მოწმეს, ნივთიერ მტკიცებულებას, ინფორმაცია ავტომატური მართვის საშუალებებიდან(დეტალური ამონაწერი მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორიდან და სხვა). ამდენად, ,,დაუსწრებელი მსჯავრდებული“ შეუქცევადად შეზღუდულია სამართალწარმოების არა მარტო ეტაპებით, არამედ მას არ გააჩნია მსჯავრდებისაგან თავის დაცვის არამარტო პრაქტიკული, არამედ თეორიული შესაძლებლობაც. ზემოთ დასახელებული ნორმა, სააპელაციო ინსტანციაში თითქოს ,,დაუსწრებელ მსჯავრდებულს“ უფლება აქვს მოითხოვოს ისეთი ახალი მტკიცებულების წარდგენა/გამოკვლევა, რაც ადრე არ წარუდგენია და ამასთანავე არ ევალება ამტკიცოს უფრო ადრე წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი, უმოქმედოა. ამიტომ, ამგვარი წინააღმდეგობის აღმოფხრის ერთადერთ საშუალებად მიგვაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილი გაგებული უნდა იქნას იმგვარად, რომ ,,დაუსწრებელ მსჯავრდებულს“ უნდა მიეცეს უფლება გაასაჩივროს პროკურორის დადგენილება ძებნის შესახებ ზემდგომ პროკურორთან, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. შესაბამისად, თუკი გაუქმდება პირის ძებნის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება, ამ პირის მიმართ საქმე უნდა წარიმართოს წინასასამართლო გამოძიებიდან. საამისო საკანონმდებლო რეგულაციის მოდიფიცირება უნდა დაევალოს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. ამასთან, საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით(მე-5 ნაწილი). ამ ნორმის გაგება შესაძლებლია იმგვარად, რომ სისხლის სამართლის პროცესის თითოეულ სტადიას გააჩნია საჩივრის წარდგენის ინდივიდუალური წესი და არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, თითქოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება ჰქონდეს გაასაჩივროს უკვე განვლილ ეტაპზე მიღებული რაიმე საპროცესო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულისათვის უცნობია მისი ძებნის შესახებ, ამავდროულად განვლილია წინასასამართლო და პირველი ინსტაციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპები, ესპობა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასეთ ეფექტურ საშუალებას ,,დაუსწრებელ მსჯვრდებულს“ არ სთავაზობს და პროკურორის დადგენილებას პირის ძებნის შესახებ აპრიორი მიიჩნევს უმცდარობისა და ლეგიტიმურობის მეტრალურ საზომად. კანონი არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მხრიდან გამოცემული ასეთი დასკვნითი ხასიათის აქტს, რომელიც თავისი ფუნქციით გარდაქმნის ბრალდებულის საპროცესო უფლებებსა და მდგომარეობას და ვინიცობაა, პროკურორმა ბოროტად გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება - სათანადო წინაპირობების გვერდის ავლით პირდაპირ გამოაცხადოს პირის ძებნა, ბრალდებულს თავის დასაცავად, რათა მოიხსნას ძებნილის სტატუსი და აირიდის ამ სტატუსთან თანმყოფი საპროცესო უფლებების შეზღუდვა, არ გააჩნია რაიმე საპროცესო ინსტრუმენტი.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ