• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.04.2003
      • N1/3/161
      • გადაწყვეტილება
    • საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის იაკობ ფუტკარაძის განსხვავებული აზრი
      • 30.04.2003
      • do1/3/161
      • განსხვავებული აზრი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 21 ოქტომბრის №1/11/161 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი №1/11/161
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ავთანდილ აბაშიძე, იაკობ ფუტკარაძე, ბესარიონ ზოიძე,
თარიღი 21 ოქტომბერი 2002
გამოქვეყნების თარიღი 21 ოქტომბერი 2002 00:00

კოლეგიის შემადგენლობა:

1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);

2. ავთანდილ აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე);

3. იაკობ ფუტკარაძე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენლები – დავით მეფარიშვილი და მამუკა ფირანიშვილი.

საქართვრლოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2002 წლის 1 ოქტომბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – ოლღა სუმბათაშვილისა და იგორ ხაპროვის 161–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი მისი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომები გაიმართა 2002 წლის 4 და 16 ოქტომბერს.

მოსარჩელეებს კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტისა და 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 31–ე მუხლისა და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ქ. თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეებს განცხადების განხილვაზე, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მათი კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ“. მოსარჩელეთა აზრით, ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტს.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა დააზუსტეს კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებული ცალკეული გარემოებანი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია, რომ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნები. მოსარჩელეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტია, სარჩელში მითითებული სადაო საკითხი კი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–2 პუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22–ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლებით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – ოლღა სუმბათაშვილისა და იგორ ხაპროვის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426–ე მუხლის მე–4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;

3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონის 35–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)

ა. აბაშიძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ი. ფუტკარაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ