• დოკუმენტის სტრუქტურა

    • I აღწერილობითი ნაწილი
    • II სამოტივაციო ნაწილი
    • III სარეზოლუციო ნაწილი
    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.12.2020
      • N3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415
      • გადაწყვეტილება
    • ფირუზი დიაკონიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 17.04.2019
      • N3/15/1397
      • საოქმო ჩანაწერი
    • ვაჟა ოთარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/13/1388
      • საოქმო ჩანაწერი
    • გივი კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/12/1386
      • საოქმო ჩანაწერი
    • ჯემალ მეგრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/11/1385
      • საოქმო ჩანაწერი
    • ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/1/648
      • საოქმო ჩანაწერი
    • ზურაბ ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 17.04.2019
      • N3/16/1398
      • საოქმო ჩანაწერი
    • ნუგზარ შავთვალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/18/1406
      • საოქმო ჩანაწერი
    • ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე, ნინო ჭანიშვილი და სხვები (სულ 29 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/2/1315
      • საოქმო ჩანაწერი
    • ედიკ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/17/1405
      • საოქმო ჩანაწერი
    • ზაზა პატარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/19/1407
      • საოქმო ჩანაწერი
    • ვახტანგ მეუნარგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 17.04.2019
      • N3/20/1411
      • საოქმო ჩანაწერი
    • მანანა გაბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 17.04.2019
      • N3/21/1413
      • საოქმო ჩანაწერი
    • არჩილ იოსელიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 17.04.2019
      • N3/22/1414
      • საოქმო ჩანაწერი
    • გივი იორამაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • №3/23/1415
      • საოქმო ჩანაწერი
    • თამაზ ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/3/1369
      • საოქმო ჩანაწერი
    • გურამ თურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/4/1370
      • საოქმო ჩანაწერი
    • მამული ჟღენტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/6/1372
      • საოქმო ჩანაწერი
    • თეიმურაზ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/7/1373
      • საოქმო ჩანაწერი
    • როსტომ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/8/1374
      • საოქმო ჩანაწერი
    • რევაზ დიასამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/9/1375
      • საოქმო ჩანაწერი
    • რამაზ სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/10/1379
      • საოქმო ჩანაწერი
    • გურამ პაპუნიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.04.2019
      • N3/14/1391
      • საოქმო ჩანაწერი
    • გივი იორამაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 26.03.2019
      • N1415
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • არჩილ იოსელიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.03.2019
      • N1414
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • მანანა გაბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 18.03.2019
      • N1413
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ვახტანგ მეუნარგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 15.03.2019
      • N1411
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ზაზა პატარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 5.03.2019
      • N1407
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ნუგზარ შავთვალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.02.2019
      • N1406
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ედიკ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 25.02.2019
      • N1405
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ზურაბ ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 13.02.2019
      • N1398
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ფირუზი დიაკონიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.02.2019
      • N1397
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • გურამ პაპუნიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 25.01.2019
      • N1391
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • გივი კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 18.01.2019
      • N1386
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ვაჟა ოთარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 18.01.2019
      • N1388
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ჯემალ მეგრელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.01.2019
      • N1385
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • რამაზ სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.12.2018
      • N1379
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • რევაზ დიასამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.12.2018
      • N1375
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • როსტომ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.12.2018
      • N1374
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • დავით ცივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.12.2018
      • N1371
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • მამული ჟღენტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.12.2018
      • N1372
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • თეიმურაზ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.12.2018
      • N1373
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • გურამ თურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 3.12.2018
      • N1370
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • თამაზ ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.11.2018
      • N1369
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე, ნინო ჭანიშვილი და სხვები (სულ 29 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 10.05.2018
      • N1315
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • საქართველოს მოქალაქე ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 15.04.2016
      • N2-3/1/648
      • განჩინება
    • ლევან მესხი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.05.2015
      • N648
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის №3/5/1371 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „დავით ცივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

დავით ცივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N3/5/1371
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე,
თარიღი 17 აპრილი 2019
გამოქვეყნების თარიღი 17 აპრილი 2019 17:16

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი;

მერაბ ტურავა – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: დავით ცივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1371) მიმართა საქართველოს მოქალაქე დავით ცივაძემ. №1371 კონსტიტუციური სარჩელ არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2018 წლის 6 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 17 აპრილს.

2. №1371 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის ამოქმედებიდან კომპეტენტურმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა“.

4. №1371 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის N2/7/365,371 განჩინებით, არსებითად განსახიველად არ იქნა მიღებული სარჩელი, რომელშიც დავის საგანს წარმოადგენდა, მათ შორის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი. თუმცა მოსარჩელის მითითებით, მოცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, განსხვავდება ზემოაღნიშნული საქმისაგან. კერძოდ, ხსენებულ განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა, იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, რის გამოც რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, გარკვეულ შემთხვევებში, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საკუთრების უფლების მოთხოვნები. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, დასახელებულ განჩინებაში არ არის დაზუსტებული ასეთი შემთხვევები, შესაბამისად, მის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს პარლამენტის ყოფილ წევრს, რომელსაც სახელმწიფო პენსია დანიშნული ჰქონდა „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრის, პარლამენტის აპარატისა და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემოდა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის სრული ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე 2005 წლის პირველ აპრილამდე, სამსახურებრივ პენსიას იღებდა 495 ლარის ოდენობით, ხოლო 2005 წლის პირველი აპრილიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე - 750 ლარის ოდენობით. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. აღნიშნული კანონის თანახმად, სამსახურებრივი პენსია განისაზღვრა როგორც სახელმწიფო კომპენსაცია. ამასთან, მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვარმა შეადგინა 560 ლარი, ხოლო 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გაუთანაბრდა ამ უკანასკნელს.

8. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მისი კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შემცირდა 190 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრების უფლება კომპენსაციის დასახელებულ ოდენობაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უფლება კონკრეტული ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციაზე შესაძლებელია წარმოადგენდეს საკუთრებას საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, თუკი იგი საკმარისად რეალიზებადი იქნება. მოსარჩელეს კანონის საფუძველზე მიენიჭა ხსენებული კომპენსაციის (სამსახურებრივი პენსიის) მიღების უფლება, რომელსაც იგი შეუფერხებლად ახორციელებდა 2006 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, ეს უფლება საკმარისად რეალიზებადად უნდა ჩაითვალოს.

9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის თავად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებთან, კერძოდ, მუდმივობის პრინციპთან, რითაც მოსარჩელისთვის ფაქტობრივად აზრი ეკარგება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების კანონით განსაზღვრულ გარანტიას.

10. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და 41-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრის სადავო ნორმების ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის (სახელმწიფო კომპენსაციის) ოდენობისათვის ზედა მაქსიმალური ზღვარის რეტროსპექტულ დადგენას, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას.

11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით. ხოლო აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1371 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1371 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ცივაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

3. №648, №1315, №1369, №1370 და №1371 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე

ევა გოცირიძე

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

თეიმურაზ ტუღუში

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ