• დოკუმენტის სტრუქტურა

    • I
    • II
    • III
    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.10.2008
      • N2/3/406,408
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 4.12.2006
      • N2/12/408
      • საოქმო ჩანაწერი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 ნომებრის №2/11/406 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/11/406
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ჯონი ხეცურიანი, ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა,
თარიღი 29 ნოემბერი 2006

კოლეგიის შემადგენლობა:

ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე

ოთარ სიჭინავა - წევრი

ჯონი ხეცურიანი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმისა და დაშვების წესის შესახებ“ ინსტრუქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.

I

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №406) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 - მე-16 მუხლები. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტს. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, №406 კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომელმაც კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული საბუთების განხილვისა და 2006 წლის 7 ნოემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებები.

II

1. №406 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით შემოღებული საგადასახადო საიდუმლოება საიდუმლოების თვისობრივად ახალი სახეობაა, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. საგადასახადო საიდუმლოება, მოსარჩელის მტკიცებით არც კომერციული, არც პროფესიული და არც პირადი საიდუმლოებაა და შესაბამისად, არ წარმოადგენს კონსტიტუციით დაშვებულ გამონაკლისს, როდესაც შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინფორმაციის მიღებაზე პირის უფლება.

2. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე დააზუსტა, რომ არ მოითხოვს სადავო ნორმების განხილვას საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან მიმართებით და არ დავობს კანონიერების თაობაზე, რადგანაც ამ საკითხის გარკვევა წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში. მოსარჩელის წარმომადგენელი სადავო ნორმების ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან წინააღმდეგობას განიხილავს მხოლოდ ერთერთ მტკიცებულებად სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად.

3. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე დააზუსტა საქართველოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომელთა მიმართებითაც მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. საბოლოოდ, მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მხოლოდ პირველ და მე-4 პუნქტებს და 41-ე მუხლს.

4. მოსარჩელის წარმომადგენელმა გამორიცხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის ერთერთ საფუძვლად №406 კონსტიტუციურ სარჩელში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე არსებული მითითება, რადგანაც მოსარჩელე არ მოითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. მოსარჩელის წარმომადგენელი არ მოითხოვს №406 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული ერთერთი სადავო ნორმატიული აქტის - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ“ ინსტრუქციის არაკონსტიტუციურად ცნობას, რადგანაც თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო ნორმებს, მაშინ მათ საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანებაც, როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდება.

6. №406 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.

III

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №406 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 41-ე მუხლთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმისა და დაშვების წესის შესახებ“ ინსტრუქციის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 41-ე მუხლთან მიმართებით.

4. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

5. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

კოლეგიის წევრები:

ბესიკ ლოლაძე

ოთარ სიჭინავა

ჯონი ხეცურიანი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ