• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - აკაკი ბერიძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ლაშა ბოლქვაძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/12/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 20 ოქტომბრის №3/13/1979 განჩინება საქმეზე “საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/13/1979
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი,
თარიღი 20 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 4 ნოემბერი 2026 17:12

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი;

სერგო მეთოფიშვილი - წევრი;

გიორგი მოდებაძე - წევრი;

ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებისა და აკრძალვის საკითხის ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის თაობაზე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. 2026 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე მხარემ - მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გახარია საქართველოსთვის“ და მოითხოვა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებისა და აკრძალვის საკითხის ცალკე საქმედ გამოყოფა და განხილვა.

2. №1979 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები - მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს და მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი.

3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ, მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში, მისი, როგორც მოპასუხე მხარის მიმართ შესაძლოა დაირღვეს საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური მოთხოვნა და არ მიეცეს ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი „ბრალდებები“ არ არის იდენტიფიცირებადი კონკრეტულად ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ და არც არსებულ „ბრალდებათა“ დამადასტურებელი მტკიცებულებებია მისთვის ხელმისაწვდომი, რის გამოც იგი მოკლებულია მათზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხის გაცემის შესაძლებლობას. იმავდროულად, შუამდგომლობის ავტორისთვის გაუგებარია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ საფუძველთაგან, რომელი მათგანის გამო ითხოვს მოსარჩელე მხარე პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებასა და მის აკრძალვას, ვინაიდან სარჩელში მითითებულ პერიოდში [2004 წლიდან 2012 წლამდე] მოპასუხე მხარე არ არსებობდა, როგორც პოლიტიკური პარტია, ხოლო 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წარმოდგენილ აპელირებებზე კი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითება, რომელ პარტიას უკავშირდება ეს უკანასკნელი, კერძოდ, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, თუ სხვა მოპასუხე პარტიებსაც.

4. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ცალკე საქმედ გამოყოფის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის სისტემურ ანალიზს საკანონმდებლო ტექნიკების განმარტებათა მეთოდების გათვალისწინებით. საკუთრივ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის განხილვა კანონმდებლის მხრიდან იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ პარტიის აკრძალვის პროცესი ერთი მთლიანი ინდივიდუალური მექანიზმია, ვინაიდან როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ორგანული კანონი და სასამართლოს რეგლამენტი ამ პროცესს მოიხსენიებს „მხოლობით რიცხვში“ ერთი პარტიის მიმართ [„პოლიტიკური პარტიის საქმიანობის“... ან „პოლიტიკური პარტიის აკრძალვის“...]. შუამდგომლობის მიხედვით, „პარტიის“ აკრძალვაზე მხოლობით რიცხვში საუბარი ნორმის ავთენტური შინაარსის გამოხატულებაა. სწორედ ამ საკანონმდებლო სულისკვეთების საფუძველზე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა ინდივიდუალურ საქმედ გამოყოფისა და განხილვის თაობაზე.

5. პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მოსაზრებით, მოთხოვნა საქმეთა გამიჯვნის შესახებ მით უფრო დასაკმაყოფილებელია, რომ ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელების მექანიზმი შემოთავაზებულია საკუთრივ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში - სასამართლოს რეგლამენტი) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, სავალდებულოდ აუცილებელია შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხების გადაწყვეტის წინაპირობის არსებობა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სახეზეა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისგან მის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის ცალკე საქმედ გამოყოფის საფუძველი, რის გამოც პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობა და აკრძალვის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ინდივიდუალურად, სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ სასარჩელო მოთხოვნის განხილვისგან დამოუკიდებლად.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლი აწესრიგებს საქმის გაერთიანების, გამოყოფისა და პრიორიტეტიზაციის საკითხებს. უფრო კონკრეტულად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში გადასაწყვეტია შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, კონსტიტუციური სარჩელი/წარდგინება გაყოს რამდენიმე საქმედ და ცალ-ცალკე გადაწყვიტოს, მათ შორის, სასარჩელო მოთხოვნის რომელიმე ნაწილი სხვა სარჩელთან ერთად გააერთიანოს ერთ საქმედ. იმავდროულად, სასამართლოს რეგლამენტის 21-ე მუხლი ადგენს შუამდგომლობის განხილვის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სასამართლოს სხდომამდე დაყენებულ მხარეთა შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დაწყებამდე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, „შუამდგომლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ და აღინიშნება სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება, შესაძლებელია, ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს აქტის გამოქვეყნებისთვის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სხდომაზე შესაძლებელია გამოცხადდეს მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი“.

2. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე განჩინებით გადასაწყვეტია მოპასუხე მხარის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ მიერ არსებითი განხილვის სხდომამდე წარმოდგენილი შუამდგომლობა მათ მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისგან გამოყოფის თაობაზე, რომელშიც არგუმენტაცია განვითარებულია რამდენიმე მიმართულებით. ასე, მაგალითად: არათანამიმდევრული სასარჩელო მოთხოვნის გამო მოპასუხე მხარისთვის ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა (1) და პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების კონსტიტუციური პროცესისთვის დადგენილ საკანონმდებლო ნორმათა განმარტების მეთოდებზე მითითება (2).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეთა გამოყოფის მექანიზმს საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ითვალისწინებს არა უშუალოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, არამედ ზემოხსენებული კანონის საფუძველზე მიღებული, სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც საქმეთა გაყოფისთვის სავალდებულო და ერთადერთ კომპონენტად მიიჩნევს შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხების არსებობას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, წინამდებარე შუამდგომლობის გადაწყვეტის მიზნით, დგას იმ ამოცანის წინაშე, დაასაბუთოს, თუ რამდენად არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ არა ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნა [მსგავსად სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ], არამედ ამ უკანასკნელისგან შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული გადასაწყვეტი საკითხები და გარემოებები. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორს, ცალსახად მოეთხოვება განმარტოს, თუ რატომ მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით მისი, როგორც პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური საქმიანობის შეფასება ერთი კონკრეტული სარჩელის ფარგლებში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეუთავსებელია კონსტიტუციის მოთხოვნებთან. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორმა უნდა დაარწმუნოს სასამართლო, რომ სხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნა დიდი ალბათობით რელევანტურია, თუმცა უშუალოდ მის მიმართ მოსარჩელე მხარისგან დასახელებული პრეტენზია - სასარჩელო მოთხოვნა მაინც და მაინც განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთიან ჭრილში სხვა მოპასუხეებთან ერთად - მოკლებულია სამართლებრივ ლოგიკას, რის გამოც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს საქმეში არსებული გარემოებები. სწორედ ამაში მდგომარეობს სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხები“. ასეთი დამარწმუნებელი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლოა მივიდეს დასკვნამდე, რომ სარჩელს გამოეყოს არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, არამედ თითოეულ მათგანთან მიმართებით საკითხი არსებითად იქნეს განხილული ინდივიდუალური სამართალწარმოების ფარგლებში.

4. წინამდებარე საქმეში, №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არიან მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის 88 წევრი, რომელთა რაოდენობა სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელისთვის დადგენილ უფლებამოსილ პირთა რაოდენობას. სწორედ მათი ერთიანი სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, არაკონსტიტუციურად შეფასდეს შემდეგი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობა და შედეგად, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აიკრძალოს ისინი. სასამართლოსთვის აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანაბრად და ერთგვაროვნად მიემართება დასახელებულ ხუთ პოლიტიკურ პარტიას ინდივიდუალურად, თუმცა საქმეთა გამოყოფის მიზნით შუამდგომლობის ავტორის არგუმენტი, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისთვის „გახარია საქართველოსთვის“ თითქოს გაუგებარია, თუ კონკრეტულად რომელი კონსტიტუციური საფუძვლით ედავება მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურ საქმიანობაში, სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე, ცალკე აღებული ვერ გამოდგება საკმარის დასაბუთებად საქმეში არსებული სასარჩელო მოთხოვნის შინაარსობრივად არსებითად განსხვავებული საკითხის დამტკიცების მიზნით.

5. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მის წარმოებაში არსებული საქმის, მით უფრო მაშინ, როდესაც საკითხი ისედაც არსებითად განსახილველად არის უკვე მიღებული, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევა სწორედ იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ დაადგინოს მოსარჩელე მხარის ზუსტი მოთხოვნა თითოეული მოპასუხის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაც ის არის, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების მოსმენის, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და საქმეში არსებული მასალის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, დაადგინოს კონსტიტუციური სტანდარტები, ჩამოაყალიბოს სახელმწიფოებრივი მიდგომები, მათ შორის, მოსარჩელე მხარისთვის შეიმუშაოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული მიზნების განმარტების [მათ შორის, ტერმინოლოგიურად] მეთოდები, მხოლოდ ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უნდა აიკრძალოს თუ არა მოპასუხედ დასახელებული რომელიმე პოლიტიკური პარტია. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მონაწილე არც ერთმა მხარემ არ უნდა დაივიწყოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს იხილავს საქმის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. შესაბამისად, რამდენიმე მოპასუხის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, თითქოს რომელიმე მათგანს მოაკლდება როგორც საპროცესო, ასევე გადაწყვეტილების დასაბუთების კონსტიტუციური გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა. ასე რომ არ იყოს, ისმის კითხვა - კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით რეგისტრირებული სარჩელების შემთხვევაშიც კი, ჩვეულებრივ, მაშინ როდესაც, მოპასუხედ ერთდროულად მითითებულია როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თუ მისი რომელიმე წარმომადგენელი ორგანო/უწყება, მოპასუხე მხარედ დასახელებული თითოეული პირის/ორგანოს მონაწილეობით, მათი არსებითად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განახორციელოს არა ერთ სარჩელში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის შეფასების ფარგლებში, არამედ თითოეულთან მიმართებით საქმე გამოყოს ცალკე წარმოებად და ინდივიდუალურად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობის მეშვეობით განახორციელოს კონსტიტუციური კონტროლი?!

6. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე მის მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა იცნობს სარჩელის გადაწყვეტის ისეთ მეთოდს, როგორიცაა კონსტიტუციური სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, ისეთ შემთხვევასაც, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია თუნდაც რამდენიმე მოპასუხის მიმართ, მაგრამ კმაყოფილდება ან არ კმაყოფილდება ყველა ან თითოეული მათგანის მიმართ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უცხო არ არის სარჩელის არსებითად განხილვა იმ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ერთგვაროვანია რამდენიმე მოპასუხის მიმართ, თუმცა დასაბუთება და არგუმენტაცია თითოეულთან განსხვავებული. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით, ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, რელევანტურ, სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტას. ზემოხსენებული შესაძლებლობის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ერთგვაროვანი სასარჩელო მოთხოვნის განხილვა ერთი სარჩელის ფარგლებში რამდენიმე მოპასუხის მიმართ, თავისთავად, არ ნიშნავს რომელიმე მოპასუხის უფლებრივ შეზღუდვას პროცესუალურად, ვინაიდან ნებისმიერი ფორმის, იქნება ეს ერთი სარჩელიდან გამოყოფილი საქმე თუ არა, კონსტიტუციური სამართალწარმოების პირობებში, სასამართლო სრულყოფილად იკვლევს ორივე მხარის პოზიციებს, ისმენს ახსნა-განმარტებებს, აფასებს მტკიცებულებებს, ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, დამაზუსტებელი კითხვებით არკვევს დამატებით ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რის შემდეგაც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აღნიშნული კი ვერ აღიქმება შედეგობრივად რომელიმე მხარის, კერძოდ, მოპასუხის უფლებრივ შეზღუდვად პროცედურული გარანტიებისა თუ შედეგობრივი თვალსაზრისით.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებისა და აკრძალვის საკითხის ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის თაობაზე“ დაუსაბუთებელია და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“) არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებისა და აკრძალვის საკითხის ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის თაობაზე.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

სერგო მეთოფიშვილი

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ