სიახლეები
ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების მსურველთათვის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს ანაზღაურებად, ოთხთვიან სტაჟირების კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარატმენტში.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის: https://vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია: სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან მესამე საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთერთი საფეხური.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტაჟირების სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრულია სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია საკონკურსო განაცხადში.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონკურსო კომისია შეაფასებს.