სიახლეები
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი და სასამართლოს სამდივნოს მთავარი მრჩეველი თამარ დოლიძე, მიმდინარე წლის 16- 19 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის ქალაქ ბიშკეკში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციის თემა იყო: „კონსტიტუციური მართლმსაჯულების დაარსება ახალ დემოკრატიულ ქვეყნებში“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ევროპის, აზიისა და შუა აზიის რესპუბლიკების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები; აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ყირგიზეთის ეროვნული სასამართლო ინსტანციების წევრები.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები და მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ დისკუსიებში, რაც მიზნად ისახავდა სასამართლო პრაქტიკისა და თანამედროვე გამოწვევების გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში, როგორც მასპინძლების ასევე, სტუმრების მხრიდან გამოითქვა დიდი პატივისცემა და ინტერესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ შემდგომი თანამშრომლობისა და პარტნიორობის თვალსაზრისით.

