სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების მსურველთათვის გამოცხადებული საყოველთაო კონკურსი დასრულდა

საქართველოს მთავრობის მიერ სტაჟირების მსურველთათვის გამოცხადებული საყოველთაო კონკურსის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარატმენტში ანაზღაურებადი, სამთვიანი სტაჟირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები: მარიამ კონცელიძე, სესილი თურმანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დავით ბუქური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). სტაჟიორებს შეხვდა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო მოსამართლის უფროსმა თანაშემწემ გიორგი ხაზალიამ.

შერჩეული კანდიდატები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებას გაივლიან 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.