• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ოთარ ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
      • 7.03.2019
      • N2/3/1339
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ოთარ ჯიქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1339
ავტორ(ებ)ი ოთარ ჯიქია
თარიღი 10 აგვისტო 2018

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის N37/10 გადაწყვეტილება ,, ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“.

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
,,ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის N37/10 გადაწყვეტილების პირველი მუხლის ,,შ“ ქვეპუნქტი: ,,მარტვილის რაიონის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიას მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის/ყოფილი დადიანის სასახლის ეზო 6,62 ჰექტარი ფართობი. აქედან სახნავი 1,7 ჰექტარი, ნაგებობების ქვეშ 0,15 ჰექტარი, გზები 0,07 ჰექტარი, პარკ-ხეივანი - 1,5 ჰექტარი, ეზო 2,70 ჰექტარი, სხვა დანარჩენი 0,50 ჰექტარი - გამოეყოს მოვლა-დაცვის მიზნით“. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 21 „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობის მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 42-ე, პუნქტი - 1; საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 89-ე, პუნქტი - 1-ის 3) ქვეპუნქტი: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი -19, პირველი ნაწილის ე) პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ა) პუნქტი. "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-16 მუხლი;

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

მიგვაჩნია, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები. სარჩელი საფუძვლიანია და იგი ფორმითა და შინაარსით შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სარჩელის მოთხოვნის არსი და დასაბუთება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრ-საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1999 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება #37/10-ის პირველი პუნქტის შ) ქვეპუნქტი - მარტვილის რაიონის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიისთვის მის გარშემო მდებარე სახელმწიფო ფონდის (ყოფილი დადიანების სასახლის ეზო) 6,62 ფექტარი ფართობი, აქედან: სახნავი 1,7 ჰექტარი, ნაგებობის ქვეშ 0,15 ჰექატარი, გზები 0,07 ჰექტარი, პარკ-ხეივანი 1,5 ჰექტარი, ეზო 2,70 ჰექტარი, სხვა დანარჩენი 0,50 ჰექტარი მოვლა-დაცვის მიზნით გადაცემის შესახებ ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (თავმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე) 1999 წლის 18 მაისის #37/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შ) ქვეპუნქტი აშკარად წინააღმდეგობაშია - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან! ვინაიდან გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შ) ქვეპუნქტის საფუძველზე მოქალაქეებს ჩამოერთვათ მემკვიდრეობით მიღებული და საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად კი „საკუთრება და მემჯკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ