29 ივნისი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს მასპინძლობს

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2014 წლის მაისში 3 წლის ვადით ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოდან გადმოიბარა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეობა. მიმდინარე კონგრესის პარალელურად გაიმართება ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც მოხდება ახალი თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა. თავმჯდომარეობის პრეტედენტებს შორის არიან ჩეხეთისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოები.


28 ივნისი, 2017

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის დელეგაცია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით დაინტერესდა და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარემ  - იგორ ივანოვიჩ როგოვმა.

06 მარტი, 2017

ზაზა თავაძე ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით ბრიუსელში გაემგზავრა

სამუშაო შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის კონფერენციის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა.

14 თებერვალი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ზაზა თავაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდილება გაეზიარებინა უკრაინელი კოლეგებისთვის

27 იანვარი, 2017

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

გუიდო რაიმონდიმ ზაზა თავაძეს შესთავაზა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ეგიდით შექმნილ უმაღლესი სასამართლოების კავშირში ( Superior Court's Network, SCN) გაწევრიანება. აღნიშნული გაერთიანება ითვალისწინებს წევრ სასამართლოებს შორის პრაქტიკისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.

12 დეკემბერი, 2016

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ იგი კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას.

07 დეკემბერი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ვატიკანის წარმომადგენლებს ხვდება

დღეს, 7 დეკემბერს სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ლალი ფაფიაშვილი და სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი შეხვდნენ ვატიკანის სამოციქულო სენიატურის უზენაესი ტრიბუნალის პრეფექტს კარდინალ დომინიკ მამბერტის


06 დეკემბერი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა

ზაზა თავაძე 9-10 დეკემბერს ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სესიას დაესწრება.


11 ნოემბერი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დიპლომატებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენტ გუმრუქჩუს შეხვდა.