გია მეფარიშვილი

დაიბადა 1959 წლის 7 ივნისს ბაღდადში.

1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი.

1984- 87 წლებში საბჭოთა კავშირში (მოსკოვში) გაიარა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამაგისრტო კურსები და დისერტაცია დაიცვა დამთავრების შემდეგ.

1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის იუსტიციისა და საპროკურორო ზედამხედველობის დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორად.

არის 27 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი სისხლის სამართლის პროცესისა და სამარალწარმოების ორგანიზაციის პრობლემებზე. იყო საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართალდამცავი სტრუქტურების მოწყობის რეფორმის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის სამინისტროში.

არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

1996 წლის 7 ივნისს საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს წევრად.

1996 წლის 15 აგვისტოს აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

1999 წლის 22 სექტემბერს შეუწყდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.