ახალი ამბები

25 სექტემბერი, 2018

2018 წლის 26 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა (კონსტიტუციური სარჩელი №1294).

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დამატებითი დიპლომის შემდგომი განათლების კურსის გავლის ვალდებულება მათ განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ასეთი ვალდებულება არ აქვთ და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. 

10 სექტემბერი, 2018

საზაფხულო სკოლა „პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში“

საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა  და  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში

04 სექტემბერი, 2018

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 სექტემბერს სეულში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის.