ახალი ამბები

27 ნოემბერი, 2017

2017 წლის 28 ნოემბერს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი N867).

სადავო ნორმის თანახმად, იძულებით აღსრულების ფარგლებში ჩატარებულ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმის შედეგად შესაძლებელია მისი ძვირადღირებული ქონების რეალიზაცია განხორციელდეს შეუსაბამოდ დაბალ ფასად, რაც არღვევს მის საკუთრების უფლებას.
 
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
 
დავის საგანი: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.