ახალი ამბები

10 სექტემბერი, 2018

საზაფხულო სკოლა „პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში“

 

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა  და  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში“.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია ხანთაძემ.

სკოლის მსმენელები 3 დღის  განმავლობაში მოისმენენ ლექციებს  შემდეგ თემებზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; აშშ-ს და კანადის სასამართლოების პრაქტიკა.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან: საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნათია ხანთაძე, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი ეკატერინე ლომთათიძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ზედელაშვილი და მოწვეული ლექტორი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ქრეიგ მარტინი.

საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი გაიმართება 13 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.