საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი

მიმდინარე გამოცემა

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2018)

გამოცემის თარიღი: დეკემბერი, 2018

 

ავტორი: კლაუს კრესი

აბსტრაქტი 

რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეამ 2017 წლის 15 დეკემბერს, დილაადრიან, ნიუ-იორკში მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის 17 ივლისიდან აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქ­მე­დე­ბის შესახებ. ამოქმედების რეზოლუცია მიღებულ იქნა იურისდიქციის რეჟიმის ერთ ასპექ­ტზე გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც აგრესიის დანაშა­ულზე კამპალის ცვლილებების მიღების შემდეგ დარჩა საკამათო. ნიუ-იორკში მიღწეული შეთან­ხმე­ბა აჯამებს რომისა და კამპალის კონფერენციების სამუშაოს და ასახავს შთამბეჭდავი საუკუნოვანი მოგზაურობის კულმინაციას. ყველა ნაკლოვანების მიუხედავად, გაერთია­ნებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში მიღწეული კონსენსუსი კაცობრი­ო­ბას უგზავნის დროულ მიმართვას, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დროს ძალის გამოყენების აკრძალვის ფუნდა­მენტური მნიშვნელობის შესახებ.

ნაშრომი: აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების შესახებ

გვერდები: 7-26

შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია ავტორისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ნებართვით. Claus Kreß; On the Activation of ICC Jurisdiction over the Crime of Aggression, Journal of International Criminal Justice, Volume 16, Issue 1, 1 მარტი 2018, გვ-გვ. 1–17, DOI: 10.1093/jicj/mqy007 ეწვიეთ ბმულს: https://academic.oup.com/jicj/article-abstract/16/1/1/4924915. გამოყენების ნებარ­თვის­თვის, გთხოვთ, დაუკავ­შირდეთ: journals.permissions@oup.com. 

 

ავტორი: იონ ელსტერი

აბსტრაქტი 

ტრადიციული შეხედულების საპირისპიროდ, კონსტიტუციები იშვიათად იქმნება მშვიდ, გან­სჯი­სათვის ხელსაყრელ მომენტებში. სწორედ იმიტომ, რომ ისინი, ძირი­თა­დად, საზოგა­დო­ებ­რივი მღელვარების პერიოდში იწერება, დამფუძნებელი მომენტები ძლიერი ემოციების, და, ხშირად, - ძალადობის პროვოცირებას იწვევს. წინამდე­ბარე ნაშ­რომ­ში განხილულია ორი ასეთი შემთხვევა, - 1787 წლის ფედერალური კონვენტი და საფ­რან­გე­თის 1789-1791 წლების დამფუძნებელი კრება. ეს უკანასკნელნი მოიცავდნენ რო­გორც სა­ხელ­მწიფოს, ისე სახალხო ძალადობას. აშშ-ში, უთანას­წორო პოლი­ტიკური წარმომად­გენ­ლობის გამოც­დი­ლე­ბა ხსნის კონვენტის შეკრებამდე არსე­ბულ ძალა­დობრივ მოვლე­ნებ­საც, და მის შედე­გებ­საც. ხოლო საფრანგეთში მეფის მინისტრ ნეკე­რის დათხოვნით აიხსნე­ბა ამ მოვლენის თანმდევი ძალადობა ქალაქებსა და სოფლებში, ისევე, როგორც ფეოდალიზმის საბოლოო გაუქმება და მონარქიის დამხობა.

L’anarchie est un passage effrayant, mais nécessaire, et c’est le seul moment où l’on peut arriver à un nouvel ordre des choses. Ce n’est pas dans des temps de calme qu’on prendrait des mesures uniformes. (“ანარქია ში­შის მომგვრელი, მაგრამ საჭირო გზაა, - ეს ერთადერთი მომენტია, რო­დე­საც საგანთა ახა­ლი წეს­რი­გი შეიძლება დამყარდეს. ერთგვაროვანი ზომები სიმშვიდის დროს არ მიიღება.”)

ნაშრომი: კონსტიტუციის შემუშავება და ძალადობა

გვერდები: 27-64

შენიშვნა:ხელახლა გამოქვეყნებულია: Jon Elster, Constitution-Making and Violence, Journal of Legal Analysis 2012; 4(1); 7-29, doi:10.1093/jla/las009, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ნებართვით, ჰარვარ­დის სამართლის სკოლის ჯონ მ. ოლინის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრის სახელით. (c) ავტო­რი 2012. გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, ჰარვარდის სამართლის სკო­­ლის ჯონ მ. ოლინის სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ცენტრის სახელით. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურ­ნა­ლის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution Non-Commercial License (http://creativecommons.org/licenses/by-nc/3.0), ლიცენ­ზი­ის პირობებით, რომელიც იძლევა შეუზღუდავი არაკომერციული გამოყენების, დისტრიბუციის და რეპ­რო­­დუქ­ცი­ის უფლე­ბას ნებისმიერი გზით, იმ დათქმით, რომ ნაშრომის ორიგინალი შესაბამისად არის ციტი­რე­ბუ­ლი. კომერ­ცი­ული გამოყენების ნებართვისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: journals.permissions@oup.com. ეწვიეთ ბმულს: https://academic.oup.com/jla/article/4/1/7/839393

 

ავტორი: კახი სამხარაძე

აბსტრაქტი

საკონსტიტუციო სასამართლოს იდეა არსებითად დაკავშირებულია სახელმწიფო ხელის­უფ­ლე­ბის ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციურ კონტროლთან და, მაგალი­თი­სათვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეცედენტიც (Marbury v. Madison) ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში გარკვეულწილად სწორედ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უფლებამოსილებათა კრიზისს უკავშირ­დებოდა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ისტორიაში. შესაბამისად, მნიშვნე­ლო­ვანია, კონსტიტუციონალიზმის განვი­თარების თანამედროვე ეტაპზე შეფასდეს საკონ­სტი­ტუციო სასამართლოს კომპე­ტენ­ციურ დავებთან დაკავშირებული როლი და მნიშვნე­ლობა. ასევე აუცილებელია, შეფასდეს ევრო­­პული გამოცდილება ამ მიმარ­თულებით და ის, თუ რა მნიშვნელოვანი და საინტერესო შედე­გები ჰქონდა ამგვარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსტიტუციო კონტროლსა და კონ­სტი­ტუციურ მართლ­მსაჯულებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო კონტროლის ამ საკვან­ძო ინსტრუმენტის ფარგლებში უნდა ვისაუბროთ ასევე სამართლის პრიმატზე, რომლის ფარგლებშიც უნდა განვითარდეს კონსტიტუციონალიზმის იდეა. აღნიშნული საკით­ხი დოქ­ტრი­­­ნალური მნიშვნელობისაა და, ამავე დროს, ქართული კონსტიტუცი­ო­ნა­ლიზ­მის განვი­თა­რე­ბისთვის განსაკუთრებული აქტუალობა გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელი­სუფ­­­ლების დანაწილების პრინციპის განხორციელების ძირითადი კონსტიტუციური მექანიზმი სწორედ საკონ­სტი­ტუციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას უნდა დაეფუძნოს და ეს უნდა იყოს სტანდარტული პოლიტიკური შეკავება - გაწონასწორების მექანიზმებზე უპი­რა­ტესი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მდგენელის გარეშე ვერ განხორციელდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური ფორ­მა­ტების ნაცვლად სამართლებრივ ფორმატში იქნება მიღებული, რაც უზრუნველყოფს ხელის­უფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაციის ფუნდამენტური და მეტ-ნაკლებად ობიექ­ტუ­რი საფუძვლების შექმნას. ასევე უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ დღემდე საქარ­თვე­ლოში ვერ შედგა ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც აუცი­ლე­ბელია კონ­სტი­ტუციონალიზმისათვის და ხელისუფლების დანაწილების პრინცი­პე­ბის რეალი­ზე­ბი­სა­თვის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ვიმსჯელოთ საკონსტი­ტუ­ციო სასამართლოს და, ზოგადად, სამართლის განსაკუთრებულ მნიშვნე­ლობაზე სახელმწიფო ხელისუფლების დანა­წი­ლების იდეის ფუნდამენტური რეალიზების მიმართულებით.

ნაშრომი: ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ნამდვილი სამართლის პრიმატი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში

გვერდები: 65-86

 

ავტორი: გივი ლუაშვილი

აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომში მოცემული მსჯელობის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს კონ­სტი­­ტუციის 2017 წლის რეფორმის დამოკიდებულების შეფასება კონსტიტუციის გადასინჯვის მექა­ნიზმთან მიმართებით. კვლევისას გამოვლინდა ის ძირითადი დადებითი და უარყო­ფითი ტენდენციები, რომლებიც ახასიათებს კონსტიტუციის გადასინჯვის ახალ მექანიზმს.

კვლევის ფარგლებში მოხდა კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი მეთოდის რეტროსპექტულ ჭრილში შეფასება, რომლის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციის გადა­სინ­ჯვის მექანიზმი მიდის გამკაცრებისკენ. კვლევისას შეფასდა კონსტიტუციის გადასინ­ჯვის­­თვის შერჩეული სკანდინავიური მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები და საბო­­ლოო დასკვნის სახით აღინიშნა, რომ სკანდინავიურ, კვაზირეფერენდალურ მოდელს შე­საძ­­­­ლებელია ბევრი უარყოფითი ნიშანი ახასიათებდეს, მაგრამ ის, როგორც უშუალო დემო­კრა­ტიის გამოხატულება და სტაბილურობის მნიშვნელოვანი მექანიზმი, საბოლოო ჯამ­ში, დადე­ბით ნაბიჯად შეფასდა. ასევე კრიტიკული შეფასება გაკეთდა კონსტიტუციის გადა­­სინ­ჯვის და დაჩქარებული წესით მიღების მექანიზმზე, რომელიც ფაქტობრივად აზრს უკარგავს სკანდინავიური მოდელის არსებობას.

ნაშრომის ფარგლებში მოცემულია მსჯელობა კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმის დამო­კი­­დებულებაზე საკონსტიტუციო კონტროლთან დაკავშირებით და მუდმივი ნორმების არსე­ბობის პერსპექტივასთან მიმართებით, რის შედეგადაც, ნაშრომში გამოითქვა კონ­კრე­ტული რე­კო­მენდაციები და მექანიზმები მათ დანერგვაზე საქართველოს კონსტი­ტუ­ციაში. ნაშ­რომ­ში ასევე გამოითქვა მოსაზრებები კონსტიტუციის გადასინჯვის რიგი პროცედურული საკით­ხე­ბის უკეთესად ჩამოყალიბებაზე.

საბოლოო ჯამში, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებით უნდა შეფასდეს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებულ მექანიზმში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლის გამოს­წო­რების გარეშე შეუძლებელი იქნება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი არის სრულყოფილი და უხარვეზო.

ნაშრომი: საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა

გვერდები: 87-110

 

ავტორი: შოთა ქობალია

აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომში მოდერნული კონსტიტუციისა და საჯარო ხელისუფლების ბუნე­ბის განმსაზღვრელი კრიტერიუმების ფონზე განხილულია კონსტიტუციის კონტრო­ლის ცენტრა­ლი­ზებული და დეცენტრალიზებული მოდელების ძირითადი მახასია­თებ­ლები. „სპონტანური წესრიგის“ დოქტრინისა და კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ტიპის „ჩარ­ჩოს ორიგი­ნა­ლიზ­მით“ გაკრიტიკებულია პროფესორ სტოუნ სვითის მიერ გამოთ­ქმუ­ლი მოსაზ­რება დეცენ­ტრა­ლიზებულ მოდელებში, კონსტიტუციური კონტრო­ლის წმინ­დად სამართლებრივი ბუნების შესახებ. ცენტრალიზებული მოდელებისთვის დამახასი­ა­თე­ბელი Erga Omnes ეფექ­ტი და მონო­პოლია კონსტიტუციის ინტერ­პრე­ტაციაზე მიჩნე­ულია, როგორც მოდერნული კონსტიტუციისგან შექმნილ სემანტიკურ სისტემასთან ჰარ­მო­ნიაში მყოფი ინსტიტუტები. დეცენ­ტრალიზებული მოდელი წარმოდ­გენილია როგორც სამართლებრივი სისტემის მყიფე ბუნე­ბაზე აპელირება და მოდერნული კონსტიტუციის რიგი მახასიათებლებისგან გადახვევა. ნაშრომს ლაიტ­მოტივად გასდევს ის იდეა, რომ კონსტიტუციური კონტროლის მოდელთა თავის­თავადი დადებითი ან უარყოფითი შეფასება არარელევანტურია და რომ სოციალური კონ­­სტრუქციის ფუნქციონირებისგან გამოწვეული დესტრუქციული ეფექტების არარსებობა მის სრულყოფილებას არ ნიშნავს.

ნაშრომი: კონსტიტუციური კონტროლის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მოდელების შედარებითი ანალიზი მოდერნული კონსტიტუციის ნარკვევებიდან

გვერდები: 111-122

 

ავტორი: გიორგი მირიანაშვილი

აბსტრაქტი

ნაშრომი მიმოიხილავს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „სტეფანო მელონი ესპანეთის გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ“, რომლითაც წევრი სახელმწიფოების კონსტიტუციებზე ევროპული კავშირის სამართლის აბსოლუტური პრიმატის უზრუნველყოფა განხორციელდა. ამ გადაწყვეტილებას გააჩნია მნიშვნელოვანი ზეგავლენა კავშირის წევრი სახელმწიფოების კონსტიტუციებისა და ევროპული კავშირის სამართლის თანაფარდობის, ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრის თვალსაზრისით. ნაშრომში შემოთავაზებულია მოსაზრება, რომ ევროპული კავშირის სამართლის გადმო­სა­ხე­დიდან, ეროვნულ სამართალთან, მათ შორის კონსტიტუციასთან მიმართებაში უპირა­ტე­სობით სარგებლობს არა მხოლოდ ევროპული კავშირის აქტები, რომლებიც სუპრანა­ცი­ო­ნალურ განზომილებებშია მიღებული, არამედ აგრეთვე ე.წ. მთავრობათაშორისი თანამ­შრო­მლობის სფეროში მიღებული სამართლებრივი ინსტრუმენტები - ჩარჩო-გადაწ­ყვე­ტი­ლე­ბები. ნაშრომში წარმოჩენილია, რომ ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში თანამ­შრომ­ლობის გაღრმავება და მიღწეული შედეგების შენარჩუნება ფუნდამენტურად აისახება წევრი ქვეყნების კონსტიტუციების უზენაესობაზე და განაპირობებს მათ შინაარსობრივ მოდი­ფიკაციას.

ნაშრომი: წევრ სახელმწიფოთა კონსტიტუციებზე ევროპული კავშირის სამართლის უზენაესობის დოქტრინა მელონის საქმის მიხედვით (გადაწყვეტილების ანალიზი) 

გვერდები: 123-128

 

ავტორი: -

აბსტრაქტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის განმავლობაში არაერთი მნიშ­ვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც კონსტიტუციური მართლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის განსაკუთრებულ ან ახალ მიდგომებს აწესებს. ქვემოთ მოცემულია წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მიღებული შვიდი ასეთი საქმის მოკლე მიმოხილვა, სადაც ასა­ხუ­ლია საქმის არსი და სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა.


მიმოხილული საქმეები:

საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია” და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, შპს „კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

 

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა

 

გვერდები: 129-148

 

 

მთლიანი გამოცემა