საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი

სარედაქციო პოლიტიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა

  1. ზოგადი დებულებები

    1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალი (შემდგომში ჟურნალი) გამოიცემა წელიწადში არანაკლებ ორჯერ;

    2. ჟურნალის თემატიკაა საკონსტიტუციო სამართალი;

    3. ჟურნალის ინდივიდუალური გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის (ცალკეული უფლებები, ცალკეული კონსტიტუციური საკითხები), აგრეთვე დასაშვებია ჟურნალის სპეციალური გამოშვებების მომზადება სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით.


  1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები

    1. საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:

      1. აკადემიური ნაშრომი;

      2. სტატია;

      3. სტუდენტური ნაშრომი;

      4. პრაქტიკის მიმოხილვა;

      5. ლიტერატურის მიმოხილვა;

      6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note);

      7. საპატიო ნაშრომი.


  1. ჟურნალისათვის ნაშრომების სტატიების შერჩევის წესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება:

  1. ღია კონკურსით (call for papers);

  2. სარედაქციო საბჭოსთვის ან რედაქტორისათვის ნაშრომის პირდაპირ მიწოდებით;

  3. სარედაქციო საბჭოს ან მრჩეველთა საბჭოს წევრის რეკომენდაციით;

  4. სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი).


  1. ნაშრომის შესარჩევად ღია კონკურსის წესი

    1. რედაქტორის წარდგინებით სარედაქციო საბჭო წყვეტს სტატიების შესარჩევად ღია კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების საკითხს;

    2. კონკურსი ცხადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის და სასამართლოს სოციალური გვერდების მეშვეობით. დასაშვებია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ინტერნეტრესურსების ან სხვა არხების მეშვეობით;

    3. კონკურსის შესაბამისი ეტაპები და მათთვის განსაზღვრული ვადები დგინდება რედაქტორის წარდგინებით სარედაქციო საბჭოს მიერ;

    4. კონკურსის მეშვეობით შესაძლოა შეირჩეს ერთი ან რამდენიმე სტატია;

    5. კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ამ დოკუმენტით განსაზღვრული სტატიის ტიპები შესაბამისი მოთხოვნების დაცვით;

    6. კონკურსში მონაწილე პირებმა სტატიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ან მყარი სახით დადასტურებული თანხმობა, ნაშრომის ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემის თაობაზე.


  1. ნაშრომის შესარჩევად პირდაპირ მიწოდების წესი

    1. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს შეიძლება მიეწოდოს გამოსაქვეყნებელი ნაშრომი, როგორც ფოსტის, ასევე ელექტრონული საშუალებით;

    2. პირდაპირ მიწოდებული ნაშრომი უნდა იყოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ტიპის და აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს;

    3. პირდაპირ მოწოდებულ ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორმა წერილობით ან ელექტრონული საშუალებით უნდა დაადასტუროს მისი ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემა.


  1. ნაშრომის შესარჩევად რეკომენდაციის გაწევის წესი

    1. სარედაქციო საბჭოს ან მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს ან რედაქტორს მიმართოს რეკომენდაციით, ჟურნალში მესამე პირის ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე;

    2. რეკომენდაცია შეიძლება იყოს წერილობითი ან ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს ნაშრომის აბსტრაქტს და რეცენზიას;

    3. რეკომენდაციის საფუძველზე ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი წყდება ზოგადი წესის შესაბამისად.


  1. ნაშრომის შერჩევის სპეციალური წესი

    1. ჟურნალის მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლება აქვს რედაქტორს მიაწოდოს გამოსაქვეყნებლად მის მიერ შესრულებული ნაშრომი (საპატიო ნაშრომი);

    2. მრჩეველთა საბჭოს წევრის ნაშრომზე არ ვრცელდება ნაშრომის ტიპების და მათი ფორმატირების მოთხოვნები;

    3. მრჩეველთა საბჭოს ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. ნაშრომი უნდა იყოს საკონსტიტუციო სამართლის დარგის ფარგლებში;

      2. ნაშრომი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე;

      3. ნაშრომი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 1000 სიტყვას ინგლისურ ენაზე, 750 სიტყვას ქართულ ენაზე;

      4. ნაშრომში არ უნდა იყოს პლაგიატი, დაცული უნდა იყოს ციტირების რომელიმე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი;

      5. ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, ან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მითითება ორიგინალური ნაშრომის გამოქვეყნების დროისა და ადგილის შესახებ.

      6. ნაშრომის ავტორი გადასცემს რედაქტორს უფლებას, დაამუშავოს მისი ფორმატირება და ვიზუალური მხარე.


  1. ნაშრომებისთვის დადგენილი მოთხოვნები

    1. აკადემიური ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. აკადემიური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის საფუძველზე შედგენილ სტატიას, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები;

      2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 9000 სიტყვა, არაუმეტეს 12000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 7000 სიტყვა, არაუმეტეს 10000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

      5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის (დოქტორანტი, დოქტორი) მქონე პირის რეცენზია (peer-review);

      6. ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    2. სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. სტატია წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები;

      2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 4000 სიტყვა, არაუმეტეს 7000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

      5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (დოქტორანტი, დოქტორი) რეცენზია (peer-review);

      6. ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    3. სტუდენტური ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. სტუდენტური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით ან მის გარეშე შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები, მისი ავტორი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი სტუდენტი;

      2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 2500 სიტყვა, არაუმეტეს 4000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. უპირატესობა ენიჭება განსაზღვრული მეთოდოლოგიის მქონე და მის მიხედვით აგებულ ნაშრომს (consistency);

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

      5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (აგრეთვე, დოქტორანტის ან დოქტორის) ან თემის ხელმძღვანელის (შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის ან მოწვეული სპეციალისტის) რეცენზია;

      6. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    4. პრაქტიკის მიმოხილვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. პრაქტიკის მიმოხილვა კეთდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ან სხვა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც კონსტიტუციურ სამართალზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას;

      2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1000 სიტყვა, არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 700 სიტყვა, არაუმეტეს 1200 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. მიმოხილვა უნდა გადმოსცემდეს საქმის არსს მოკლედ და ავტორის მოსაზრებას, თუ რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ სამართალზე;

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები;

      5. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    5. ლიტერატურის მიმოხილვა (book review) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. ლიტერატურის მიმოხილვაში უნდა იყოს განხილული მნიშვნელოვანი ლიტერატურის (წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის) სტრუქტურა, მისი მოკლე მიმოხილვა და მნიშვნელობა კონსტიტუციური სამართლისათვის;

      2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არაუმეტეს 700 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები;

      4. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note) არ წარმოადგენს ნაშრომს, მასში მოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილება შემოკლებული სახით, მასში არ კეთდება გადაწყვეტილების ანალიზი ან შეფასება, მიმოხილვა წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის სტატიას;

      2. გადაწყვეტილების მიმოხილვა მზადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

      3. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      4. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    7. ყველა ტიპის სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს ფონტი, ფონტის ფერები, გვერდის არეები (page margins), ხაზებს შორის დაშორება (line spacing), აბზაცებს შორის დაშორება (paragraph spacing) და სხვა ფორმატირების საკითხები.

    8. ჟურნალში გამოსაქვყნებელი სტატიები უნდა იყოს ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე.


  1. ნაშრომების გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა

    1. ნაშრომების შერჩევას ახდენს რედაქტორი და წარუდგენს სარედაქციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;

    2. შერჩეული ნაშრომების ავტორებს საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

    3. შერჩეული ნაშრომების (აკადემიური ნაშრომის, ნაშრომის, სტუდენტური ნაშრომის შემთხვევაში) ავტორები წინასწარ ან შერჩევის შემდეგ  ვალდებული არიან (მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) წარმოადგინონ ნაშრომის აბსტრაქტი და არანაკლებ 4 ძირითადი სიტყვა/სიტყვები (tags), რომლებიც უზრუნველყოფს სტატიების კლასიფიცირებას თემების მიხედვით;

    4. ნაშრომების ავტორებს წინასწარ ან შერჩევის შემდეგ  შესაძლებელია მოეთხოვოთ ნაშრომის რეცენზიის წარმოდგენა (მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) რედაქტორის მიერ მითითებული სტატუსის მქონე პირისაგან (აკადემიური სტატუსი, სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი, დოქტორი ან დოქტორანტი).


  1. სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები

    1. ყველა ნაშრომი, რომელიც წარედგინება რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს უნდა იყოს ორიგინალი ან მითითებული უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება, ხელახალ ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე;

    2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური, საკონსტიტუციო სამართლის პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული;

    3. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;

    4. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლიის არსებობის შემთხვევაში იგი სრულად უნდა იყოს დაცული.


  1. პლაგიატის აკრძალვა

    1. დაუშვებელია საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;

    2. ნაშრომის შერჩევისას პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, რედაქტორი შესაბამის ინფორმაციას აწვდის ავტორს და სთხოვს შესაბამისი წყაროების მითითებას;

    3. რედაქტორის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. რედაქტორის მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას;

    4. გამოქვეყნებულ ნაშრომში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია მიმართოს ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.


  1. წყაროების მითითების (reference) და ციტირების (qutoation) სტანდარტები

    1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნებისმიერ ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები;

    2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომში დასაშვებია მხოლოდ ერთი ტიპის წყაროების მითითების სტანდარტის გამოყენება, აკრძალულია სხვადასხვა ციტირების სტანდარტის ერთ ნაშრომში აღრევა;

    3. წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტებისათვის;

    4. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომებისათვის ციტირების წყაროს მითითების სტანდარტები განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემით.

    5. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ქართულ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომების წყაროს მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი წესით (ამ პუნქტში მოცემული წესები მხოლოდ ავტორთა დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითები მოცემულია განმარტებისათვის, წყაროების ტიპები არ არის ამომწურავი):

      1. კანონდემბლობის მითითება - მუხლის ნომერი, აქტის დასახელება, მიღების თარიღი, გამოქვეყნების ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაძლებელია მიეთითოს ელექტრონული მისამართიც. მაგალითად:

        1. მუხლი 7, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. 31 იანვარი, 1996. პარლამენტის უწყებანი, 001, 27.02.1996.

        2. მუხლი 19, ადამიანის ძირითად უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (შემდგომში: ევროპული კონვენცია). 1950.

      2. სასამართლო პრაქტიკის მითითება - სასამართლოს დასახელება, შესაძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს აქტის ტიპი, საქმის ან განაცხადის ნომერი, მხარეების დასახელება (მხარეები ბრჭყალებში) ან საქმის დასახელება ბრჭყალებში, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, შესაბამისი გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

        1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/477 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 დეკემბერი. პარაგრაფი 80.

        2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N9815/82 „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივნისი. პარაგრაფები 41-42.

      3. წიგნის პირველად მითითება:

        1. ერთი ან ორი ავტორის შემთხვევაში - ავტორ(ებ)ი, წიგნის სახელწოდება დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

          1. თ. ჰობსი, „ლევიათანი“, პინგვინის გამომცემლობა, 1985. გვ. 268.

        2. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - პირველი ავტორი „და სხვა“ მითითებით (ავტორთა კოლექტივის შემთხვევაში: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორის სახელი), წიგნის სახელწოდება დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

          1. ავტორთა კოლექტივი, რედაქტორი ა. დემეტრაშვილი, „კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო“, გამომცემლობა „ჰოლივუდი“, 2005. გვ. 305.

        3. სტატია წიგნში: სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება, წიგნში - წიგნის მითითების წესით. მაგალითად:

          1. ფ. როუზი, „სახეობათა ევოლუცია“ წიგნში ე. ბუროუზი და ა. როჯერი (რედაქტორები), „სამართლის განსაზღვრა: ესსეები პიტერ ბირკსის ხსოვნის საპატივცემულოდ“. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2006.  

      4. წიგნის ყოველი შემდგომი მითითება - ავტორის გვარი, supra შესაბამისი პირველადი მითითების სქოლიოს ნომერი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

        1. ჰობსი, supra სქოლიო 15, გვედი 88.

      5. პერიოდული გამოცემის სტატიის მითითება - სტატიის ავტორი, სტატიის სათაური დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებში, გამოცემის ნომერი და გამოცემის სახელწოდება დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებით, წელი, გვერდი ან/და პარაგრაფი. შემდგომი მითითების წესი წიგნის შემდგომი მითითების წესის მაგვარად. მაგალითად:

        1. გ. კვარაცხელია, „გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ სადავო აქტზე საკონსტიტუციო სამართალწარმოება“, 10 „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, 2016. გვ-გვ. 45-47.

      6. საგაზეთო სტატიის მითითება - ავტორი, სტატიის სათაური ბრჭყალებში საჭიროების შემთხვევაში კვადრატულ ფრხილში თარგმანი დახრილი ფორმატით, გაზეთის სათაური ბრჭყალებში ან დახრილი ფორმატით, თარიღი, გვერდები. მაგალითად:

        1. თ. პარდოა-შიოპა, “Il carattere dell’ Europa” [ევროპის ქარტია], Carriere della Serra, 2004 წლის 22 ივნისი, გვ. 1.

      7. ინტერნეტ წყაროების (ბლოგები, ვებგვერდები) მითითება - საგაზეთო სტატიის წესის მაგვარად, ვებგვერდის და უკანასკნელი გადამოწმების თარიღის კვადრატულ ფრჩხილებში მითითებით. მაგალითად:

        1. მ. კლაასენი, “The best interests of the child in deportation cases: An analysis of Ejimson v. Germany” [ბავშვის საუკეთესო ინტერესები დეპორტაციის საქმეეზე. ეიმსონი გერმანიის წინააღმდეგ საქმის ანალიზი], Strasbourg Observers Blog, 2018 წლის 30 მარტი, ხელმისაწვდომია აქ: www.strasbourgobservers.com/2018/03/30/the-best-interests-of-the-child-in-deportation-cases-an-analysis-of-ejimson-v-germany/ [უკანასკნელად გადამოწმდა 2018 წლის 17 აპრილს].

      8. ტექსტის სხვა ნაწილების მითითება (cross reference) - ნაშრომის ამა თუ იმ წინა თავზე ან სექციაზე მითითებისას, ისევე, როგორც უკვე გამოყენებულ წყაროზე მითითებისას supra მითითება უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო ჯერ თუ არ ყოფილა ნახსენები ესა თუ ის ნაწილი ან სექცია, ან წყარო - infra მითითება უნდა იყოს ნახსენები. ტექსტზე მითითებისას გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოს ნუმერაცია და არა გვერდების. იმავე გვერდზე წინა სქოლიოში მითითებული წყაროს გამოყენების შემთხვევაში, ამავდროულად თუ შემდგომი სქოლიოც იმავე გვერდზე მოხვდა, გამოიყენება მითითება ibid ან იქვე, იმავე წყაროში სხვა გვერდის ან პარაგრაფის გამოყენებისას ემატება გვერდის ან პარაგრაფის მითითება. კერძოდ:

        1. იხ. ტექსტი მე-18 და მე-20 სქოლიოებს შორის supra.

        2. შდრ. მე-14 სქოლიოს ტექსტი infra.

        3. იხ. სქოლიო 22 supra.

        4. იქვე გვ. 17.

          1. თუ სქოლიო მომდევნო გვერდზე გადავიდა, ან ასეთ მითითებასა და წინა სქოლიოს შორის არის სხვა წყარო, გამოიყენება supra მითითება.

    6. ციტატის მითითების (qutoation) წესები განისაზღვრება შემდეგი სახით:

      1. ტექსტში ან სქოლიოში მოცემული ციტატა უნდა განთავსდეს ორმაგ ბრჭყალებში:

        1. ქართულ ენაზე ციტატამდე ბრჭყალი უნდა იყოს დაბალი („), ციტატის დასრულების შემდეგ - მაღალი (“), მაგალითად: „ააა“;

        2. ინგლისურ ენაზე ციტატამდე და ციტატის შემდეგ ბრჭყალები უნდა იყოს მაღალი, მაგალითად: “aaa”;

      2. როდესაც ერთი ციტატა მეორე ციტატის ნაწილია, დაისმის ერთმაგი ბრჭყალი. მაგალითად:

        1. ქართულ ენაზე: „ააა ‘ბბბ’ ააა“;

        2. ინგლისურ ენაზე: “aaa ‘bbb’ aaa”;

      3. თუ ავტორი საკუთარ სიტყვებს ამატებს ციტატაში, ასეთი სიტყვები უნდა იყოს გამოყოფილი კვადრატული ფრჩხილით. მაგალითად „ააა [ბბბ] ააა“;

      4. თუ ავტორი ციტირებულ ტექსტში ხაზს უსვამს რაიმე ნაწილს ფორმატირების შეცვლით (bold, italics ან underline), ციტატის დასრულების შემდეგ კვადარტულ ფრჩხილში იწერება: [ხაზგასმა ავტორისაა] ინგლისურად: [emphasis added];

      5. თუ ავტორი ციტირებული ტექსტიდან შლის რაიმე ნაწილს, წაშლილ ადგილას კვადრატულ ფრხილებში იწერება სამწერტილი: „ააა [...] ააა“.


  1. საავტორო უფლებების საკითხი

    1. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით;

    2. ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;

    3. ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორი ვალდებულია დაადასტუროს განსაკუთრებული უფლებების გადაცემის საკითხი, რისთვისაც შესაძლოა მოეთხოვოს შესაბამისი განაცხადის ან ლიცენზიის ხელმოწერა;

    4. ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით;

    5. ჟურნალის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებში მიეთითება creative commons ლიცენზიის საკითხიც და კეთდება შემდეგი ვიზუალური აღნიშვნა: და მითითება დეტალური სალიცენზიო პირობების ხელმისაწვდომობის თაობაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://creativecommons.org/licenses/by/2.0/legalcode;

    6. CC BY 2.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 2.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას.