საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელის უმასპინძლა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელის უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ აქტუალურ გადაწყვეტილებებს და მართლმსაჯულების სისტემას. ელჩმა გამოხადა პატივისცემ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის მხარდაჭერილ პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით.