სიახლეები

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს უმასპინძლა.  

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე ადვოკატთა გაერთიანების მნიშვნელობაზე, რომლის განვითარებაში განსაკუთრებული როლი  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მიუძღვის.

შეხვედრის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილს ასოციაციის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.